კავეას ბილეთები

📣 2022 წლის გაზაფხულის სეზონის კინგსის ლიგისა და შემაჯამებელი საიუბილეო ტურის გამარჯვებულთა საყურადღებოდ! 

📽 კინოთეატრი კავეასგან მივიღეთ კინოსეანსების ერთჯერადი გამოყენების კოდები, რომლებიც სმს შეტყობინების სახით გამოგეგზავნათ. 

❗❗ გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ კოდების გამოყენების ინსტრუქციას: 

🟡 კოდი უნდა წარადგინოთ სმს შეტყობილებაში მოცემული კინოთეატრებიდან ერთ-ერთში. 

🟡 კოდი ვალიდურია 2022 წლის 9 სექტემბრამდე. 

🟡 კოდით ერთჯერადად შეგიძლიათ ისარგებლოთ 18:00-სთ - მდე არსებულ ნებისმიერ სეანსზე. მნიშვნელოვანია, რომ კოდის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ სეანსებზე, რომლის პრემიერიდან გასულია მინიმუმ 4 დღე.

🟡 გაითვალისწინეთ, რომ კინოსეანსზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის/ზრდასრული პირის თანხლებით.

🦁 კიდევ ერთხელ გილოცავთ კინგსის ლიგისა და შემაჯამებელი საიუბილეო ტურის 2022 წლის გაზაფხულის სეზონზე გამარჯვებას!