მადლობა მასწავლებელს

გვსურს, ეს სეზონი მადლიერების სიტყვით გავხსნათ, რადგან თქვენი წვლილი ამ გლობალური კრიზისის ფონზე კინგსის გუნდის გვერდით დგომაში არის შეუფასებელი.


 

განსაკუთრებული მადლობა თითოეულ მასწავლებელს, ვინც იყავით ჩვენთან ერთად, ამ ორი, ურთულესი, წლის განმავლობაში და ერთად მრავალი წინააღმდეგობა დავძლიეთ!



✨ ყველა დაბრკოლების მიუხედავად 2022 წლის შემოდგომის სეზონზე კინგსი სრულად ფიზიკურ სივრცეს უბრუნდება



ოლიმპიადის პირველ უფასო ტურზე რეგისტრაცია კი უკვე შესაძლებელია: 👉 რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს


რას ნიშნავს მოსწავლისათვის რომ ერქვას კინგსელი?

🟡 კინგსელის სტატუსის ქონა ნიშნავს, იყო კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიების მნიშვნელოვანი რგოლი. კინგსი ესაა:
 

🔷 200,000-ზე მეტი თანამოაზრე სოც. ქსელში

🔷 100, 000 მოწადინებული მოსწავლე წლიურად

🔷 200-მდე მონაწილე შემეცნებით-გასართობ ბანაკში წლიურად
🔷 150-მდე გაცემული სტიპენდია
🔷 20%-ით გაუმჯობესებული შედეგები



🔎 აღსანიშნავია, რომ კინგსი არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც დანერგა ოლიმპიადის პასუხების შემოწმების სრულიად გამჭვირვალე და საქართველოსათვის ინოვაციური მეთოდები.


🟡 იყო კინგსელი, ნიშნავს, უწყვეტად მოგეწოდებოდეს სიახლეები და საგანმანათლებლო შეთავაზებები პერსონალური ზრდისთვის. 


🟡 კინგსელები არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან მეგობრობით იბყრობენ წარმატების მწვერვალებს. კინგსის ოლიმპიადა კი არის ადგილი, სადაც კინგსელები მეგობრდებიან, ცვლიან მოსაზრებებს და ერთად ეჭიდებიან ახალ გამოწვევებს.

ამიტომ თითოეული მოსწავლისათვის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება უდიდესი ნაბიჯია განათლების გზაზე.