კინგსის საოლიმპიადე კლუბი

კინგსის საოლიმპიადე კლუბი - ინიციატივა კინგსის წარმატებული მოსწავლეებისათვის!

კლუბში მხოლოდ განსაზღვრული წესით შერჩეულ მოსწავლეებს შეეძლებათ გაწევრიანება/მოხვედრა.

კლუბის წევრობა არის შესაძლებლობა წარმატებულ და თანატოლ კინგსელებთან ურთიერთობისთვის, დამეგობრებისა და ერთად სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობისთვის.


კლუბში მოხვედრის წინაპირობა:


  • კლუბის წევრად შეირჩევა  თითოეული საკლასო კატეგორიის საუკეთესო 50 მოსწავლე ან/და მინიმუმ 95 ქულის მქონე მოსწავლე, კინგსის საგნობრივი ოლიმპიადების (ქართული ენა, ინგლისური ენა, მათემატიკა) ფინალური ტურების რეიტნგული სიის ქულების მიხედვით. 

  • აპლიკანტების გადარჩევა დაიწყება 2024 წლის გაზაფხულის სეზონიდან. 


*თუკი, საკლასო კატეგორიაში მოსწავლეების ქულა ემთხვევა ტოპ 50-ე მოსწავლის ქულას, მასაც მოვიწვევთ კინგსის საოლიმპიადე კლუბში.


უპირატესობები


კლუბის წევრობა დაკავშირებულია კინგსის მხრიდან სხვადასხვა შეთავაზებისა და წამახალისებელი საჩუქრების მიღებასთან. 


აკადემიის საზაფხულო სკოლის კურსები სპეციალურად ოლიმპიელი კინგსელებისთვის, სწორედ პირველი ასეთი შეთავაზებაა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა: სასწავლო უნარები, კრიტიკული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, გუნდურობა, კრეატიულობა, თავდაჯერებულობა, სოციალიზაცია და ა.შ.  

ამასთან, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ჯგუფში იყვნენ თავისნაირ მაღალი აკადემიური მოსწრების და ცოდნის მოსწავლეებთან ერთად.



კურსები




თითოეული კურსის ღირებულება - 350 ლარი.


მათთვის, ვინც ორ ან მეტ საგანში მოხვდა ტოპ 50 მოსწავლეს შორის, იმოქმედებს ფასდაკლება.


საზაფხულო სკოლის კურსების პერიოდი: 17 ივნისი - 12 ივლისი


კინგსის საოლიმპიადე კლუბის მოწვეულ მოსწავლეებს ჩვენი წარმომადგენლები 17 ივნისამდე, მათ მიერ პირად პროფილში მითითებულ სატელეფონო ნომერზე დაუკავშირდებიან.