კინგსის საზაფხულო სკოლაში მოსწავლეების მიღება დაიწყო

კინგსის აკადემია მოსწავლეების საზაფხულო სკოლაში მიღებას აცხადებს მთელი საქართველოს მასშტაბით! ანკეტის შევსება

თუ ხარ მე-2-დან მე-8 კლასის ჩათვლით მოსწავლე და გსურს გაივითარო სასაუბრო ინგლისური, მათემატიკური ლოგიკა ან გაეცნო საინტერესო მხატვრულ ლიტერატურას, შემოგვიერთდი საზაფხულო სკოლაში, რომელიც 17 ივნისს დაიწყება და 5 ივლისს დასრულდება.

    კურსები:
  • - სასაუბრო ინგლისური
  • - მხატვრული ლიტერატურა
  • - მათემატიკური ლოგიკა

თითოეული კურსის ინტერაქციული 1-საათიანი გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 5-ჯერ. ჯგუფების დაკომპლექტდება მოსწავლეების ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს კურსს კინგსის აკადემიის ოფისში, თბილისში, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების #16-ში (შესახვევი ასათიანის ქუჩიდან) დაესწროს, ან აირჩიოს ონლაინ ფორმატი.

გაკვეთილებს გაუძღვებიან საქართველოს მასშტაბით გამორჩეული პროფესიონალები. კურსის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე მიიღებს დიპლომს.

თუკი გსურს შემოგვიერთდე საზაფხულო სკოლაში, შეავსე ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი რამდენიმე დღის განმავლობაში დაგიკავშირდება.

კინგსის აკადემიისა და კურსების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ აკადემიის გვერდს.