კინგსის დაარსების დღიდან, 2012 წლიდან, მის მიზანს არაფორმალური განათლებისა და ცოდნის დონის ზრდა წარმოადგენს, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციასა და წახალისებას ემყარება. კინგსმა კინგსელის სტატუსის ირგვლივ შემოიკრიბა და გააერთიანა უამრავი წარმატებული მოსწავლე მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელთაც საკუთარი მიღწევები აერთიანებთ.
კინგსი ცდილობს მუდმივად განახლებადი, ინოვაციური, თანამედროვე პროექტებისა და პლატფორმების დანერგვას და მიზანმიმართულად უწყობს ხელს კონკრეტული საკლასო კატეგორიებს შესაბამისი შეთავაზებებით.
კინგსის აკადემიის დაარსება, 2018 წელს, სწორედ ამ მისიას ემსახურებოდა. ის კინგსის გუნდის მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც მშობელთა და მოსწავლეთა მოთხოვნიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე კვლევისა და ანალიზის საფუძველზე შეიქმნა და წარმატებულად ახორციელებს სწავლებას მოკლევადიანი და გრძელვადინი კურსების მეშვეობით.
ყოველი წარმატებული მოსწავლე კურსის დასრულებისას იღებს კინგსის აკადემიის დიპლომს.
უფრო დეტალური ინფორმაციებისათვის კურსების, განრიგისა და მასწავლებლების შესახებ, იხილეთ შესაბამისი ველები.
კურსებზე დასარეგისტრირებლად შეავსეთ ფორმა.
მათემატიკური ლოგიკის კურსი კინგსის აკადემიაში მე-2-დან მე-8 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სთავაზობს საინტერესო სავარჯიშოების ამოხსნის გზით პრობლემების გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, მეხსიერებისა გაუმჯობესებასა და გაძლიერებას. კურსის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მათემატიკური ლოგიკის გვერდს.
სასაუბრო ინგლისურის კურსი სთავაზობს მე-2-დან მე-8 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ინტერაქციულ, საინტერესო გაკვეთილებს, რომელიც ორიენტირებულია კომუნიკაციის, დისკუსიის, პრეზენტირების, ანალიზის უნარების განვითარებაზე. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ სასაუბრო ინგლისურის გვერდს.
მხატვრული ლიტერატურის კურსი მე-2-დან მე-8 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სთავაზობს გაეცნონ მათი ასაკის შესაბამის ლიტერატურას, შეიყვარონ კითხვა, გაივითარონ ლიტერატურის ანალიზის უნარები და ჩაერთონ საინტერესო დისკუსიებში და პრეზენტაციებში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მხატვრული ლიტერატურის გვერდს.
თუ გსურს კინგსის აკადემიის კურსებზე რეგისტრაცია, შეავსე ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგირეკავს: შეავსე ფორმა
კინგსის აკადემიის ანგარიშის ნომერია: GE71BG0000000160886739
თუკი უკვე დაჯავშნეთ კურსი და ესაუბრეთ ჩვენს წარმომადგენელს, გთხოვთ შეიტანოთ კურსის საფასური ზემოთ მოცემულ ანგარიშზე. დანიშნულებაში მიუთითეთ მოსწავლის სახელი, გვარი, თქვენი საკონტაქტო ნომერი და კურსის დასახელება, რათა თანხა სწორად აისახოს. მაგ.: მარი გეგეჭკორი, 5(**)******, სასაუბრო ინგლისური.