ჯინოს აკვაპარკის ვაუჩერით სარგებლობის ინსტრუქცია

🏊🛝 კინგსის მეგობარი ჯინოს აკვაპარკი -  სამივე საგნის (ინგლისური ენა, ქართული ენა, მათემატიკა) პირველ ტურზე გამოსულ ყველა კინგსელს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, ხოლო ყველა ფინალისტს საჩუქრად გადასცემს ვიზიტს ჯინოს აკვაპარკში. 


ჯინოს 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის ინსტრუქცია შემდეგია:


  • - ფასდაკლებით სარგებლობა კინგსელს შეეძლება მიღებიდან 1 თვის ვადაში
  • - ფასდაკლების გასააქტიურებლად კინგსელმა თავისი 6-ნიშნა უნიკალური კოდი უნდა წარადგინოს ჯინოში. კოდის ნახვა მოსწავლეს შეუძლია პირად პროფილში
  • - მოსწავლეს აუცილებლად თან უნდა ახლდეს ერთი მშობელი
  • - მშობელი იხდის თავისი ბილეთის სრულ საფასურს
  • - ვაუჩერში არ შედის კვება (თქვენი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სერვისით სარგებლობა)


ჯინოს აკვაპარკის საჩუქარი ვაუჩერით სარგებლობის ინსტრუქცია კი შემდეგია:


  • ვაუჩერის ნახვა შეეძლება ყველა კინგსელს თავის პროფილში

  • ვაუჩერით სარგებლობა შეუძლია ფინალისტ (მეორე ტურში გადასულ) ყველა კინგსელს

  • ვაუჩერის გამოყენება მოსწავლეს შეუძლია მხოლოდ ერთხელ

  • ვაუჩერის გასააქტიურებელი კოდი სმსის სახით მოგივათ ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებულია კინგსელის პირად პროფილში. კოდი უნდა წარადგინოთ ჯინოში

  • მოსწავლეს აუცილებლად თან უნდა ახლდეს ერთი მშობელი

  • მშობელი იხდის თავისი ბილეთის სრულ საფასურს

  • ვაუჩერში არ შედის კვება (თქვენი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სერვისით სარგებლობა)


რა გელოდებათ?


🤽 აკვაპარკის ტერიტორიაზე არსებული ყველა საცურაო აუზი:

- საბავშვო აუზი (დახურული აუზი)

- ტალღოვანი აუზი

- მტკნარი და მარილიანი წყლის ჯაკუზები

- ველური მდინარე

- ორი პანორამა აუზი

- ოლიმპიური აუზი

- ღია ბარი აუზი (მუშაობს ზამთრის სეზონზეც)

- სარელაქსაციო აუზი (დახურული სივრცე)  

  • გემის ვირპული (10 წლის ასაკის შემდეგ, ბავშვები დაიშვებიან მშობლის თანხლებით)

  • ტოპოგანის 6 სლაიდი (დახურული სივრცე)

  • გარე ატრაქციები, სლაიდები და საბავშვო გასართობი სივცე

* აკვაპარკის გარე ტერიტორია ფუნქციონირებს მხოლოდ ზაფხულის სეზონზე



🤾‍♂️ ბევრი სიცილი და მხიარულება

და რა თქმა უნდა, ერთი ზაფხულის დღე ზამთარში!


გისურვებთ წარმატებას და გელოდებით ჩვენს ოლიმპიადებზე, დარეგისტრირდი: https://kings.ge/login


I ტური:

ინგლისური ენა - 6 ოქტომბერი

ქართული ენა -  3 ნოემბერი

მათემატიკა - 10 ნოემბერი

ფინალი: 

ინგლისური ენა - 20 ოქტომბერი

ქართული ენა -  17 ნოემბერი

მათემატიკა - 24 ნოემბერი