მათემატიკის დამატებითი ტურის შედეგები

სუპერფინალის შედეგები ცნობილია!

შეგახსენებთ რომ, გამარჯვებულების გამოსავლენად 10 იანვარს გაიმართა დამატებითი ტური.

დამატებითი ტურის შედეგები, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე

მათემატიკის დამატებითი ტურის შედეგები

დამატებითი ტურის ქულების გამოთვლის წესი:

დამატებითი ტურის ტესტი დაყოფილია სამ ნაწილად - სექციებად. მონაწილე ტესტირებისას წერს სამივე სექციას, თუმცა ნამუშევრების გასწორებისას მოწმდება ჯერ პირველი სექციის ქულები, იმ შემთხვევაში თუ პირველ სექციაში ერთმა მონაწილემ აჯობა მეორეს, მეორე და მესამე სექციის ქულები აღარ მოწმდება და შესაბამისად გამარჯვებულიც  გამოვლენილია.

 თუ პირველ სექციაში მონაწილეებს აქვთ თანაბარი ქულები - მოწმდება მეორე სექცია. იმ შემთხვევაში თუ მეორე სექციაში ერთმა მონაწილემ აჯობა მეორეს, მესამე სექცია აღარ მოწმდება და შესაბამისად გამარჯვებული გამოვლენილია.

თუ პირველ და მეორე სექციაში დაფიქსირდება თანაბარი ქულები, ამ შემთხვევაში მოწმდება მესამე სექცია.

თუ მონაწილეთა ქულები თანხვედრაშია სამივე სექციაში, გამარჯვებულის გამოსავლენად, ტარდება დამატებითი ტური. დამატებითი ტურის შესახებ ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ ინდივიდუალურად.

გისურვებთ წარმატებას!