ოლიმპიადასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია

მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის 23 მარტს ინგლისური ენის I უფასო ტური ჩატარდება. ოლიმპიადას 25 ქალაქი უმასპინძლებს.

1-ელი კლასის მოსწავლეებისთვის ოლიმპიადის დაწერა 24 მარტიდან 28 მარტამდე იქნება შესაძლებელი. პირველკლასელები ოლიმპიადას დაწერენ სახლიდან.

რეგისტრაციის პროცესი

თუკი მოსწავლეს ჯერ არ გაუვლია რეგისტრაცია, აუცილებელია დარეგისტრირება ბმულზე: რეგისტრაცია

რეგისტრაციისას უნდა შეიყვანოთ მარტივი ინფორმაცია (სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, ტელ. ნომერი…) რის შემდეგაც მონაწილეს გაუჩნდება პირადი პროფილი (იხ. ქვედა ფოტოზე) და მიენიჭება 6 ნიშნა უნიკალური კოდი. სწორედ ამ კოდის საშუალებით ვასწორებთ მოსწავლეების ნაშრომებს სწრაფად და მიუკერძოებლად. 


გაითვალისწინეთ, რომ ერთ ტელეფონის ნომერზე მხოლოდ ერთი მოსწავლის დარეგისტრირება არის შესაძლებელი.

სად ჩატარდება ოლიმპიადა

მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ოლიმპიადა 25 ქალაქში ჩატარდება. ჩატარების ქალაქები და კლასის შესაბამისად ოლიმპიადაზე გამოცხადების დრო შეგიძლიათ იხილოთ თქვენს პროფილში ან ამ ბმულზე: განრიგი


გაითვალისწინეთ, რეკომენდირებულია ოლიმპიადის ჩატარების ლოკაციაზე 15 წუთით ადრე გამოცხადება.

1-ელი კლასის მოსწავლეები ოლიმპიადას დაწერენ სახლიდან, პირად პროფილში. 


რა დრო აქვს მოსწავლეს, რამდენი საკითხი შეხვდება და როგორი საკითხები?


ნებისმიერი კლასის მოსწავლეს ოლიმპიადის დასაწერად აქვს ზუსტად 1 საათი (60 წუთი).

ტესტი არის 100 ქულიანი და ფინალში გამსვლელი ქულაა 35.


ოლიმპიადის საკითხების რაოდენობა და სირთულე კლასიდან კლასამდე განსხვავდება და მიჰყვება სასკოლო პროგრამას:

🔶 1-ელი კლასის მოსწავლეების ტესტში 30 ძირითადი და 5 ბონუს სავარჯიშოა.

🔶 მე-2 დან მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის 35 ძირითადი და 5 ბონუს სავარჯიშოა.

🔶 მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის 45 ძირითადი და 5 ბონუს სავარჯიშოა.

1-ელიდან მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის დამატებით გავამზადეთ ტესტების მიმოხილვა, რომლის ნახვაც ამ ბმულზეა შესაძლებელი: მიმოხილვა


დამატებით სამეცადინოდ შესაძლებელია ფასიანი მოსამზადებელი კურსის შეძენა, რომელიც მოსწავლის პირად პროფილში “მოსამზადებელი ტესტები” სექციაშია.


მაღალი კლასის მოსწავლეებისგან ველით ოლიმპიადისათვის დამოუკიდებლად მომზადებას, სწორედ ამიტომ ტესტის მიმოხილვა არ გამოქვეყნდება.

გასული სეზონის ტესტების ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი: 2024 წლის ტესტები



რა არის ბონუს სავარჯიშო?

ბონუს სავარჯიშო არის 5 საკითხისგან შემდგარი 20 ქულიანი სავარჯიშო, რომელიც მოსწავლეს ტესტის ბოლოს ტესტის ფურცელზე ხვდება. 


ბონუსის დაწერით მოსწავლე დამატებით ქულებს აგროვებს. მაგალითად ირაკლიმ 100 ქულიან ტესტში დაუშვა შეცდომები და 100-დან 90 ქულა დააგროვა, 20 ქულიანი ბონუსიდან 10 ქულაც რომ დააგროვოს ირაკლის ქულა უკვე 90 + 10 = 100 გახდება. 


ამრიგად, ბონუს სავარჯიშო არის კარგი შესაძლებლობა, მოსწავლემ აანაზღაუროს დაშვებული შეცდომები. 


რა არის ტესტის ფურცელი და პასუხების ფურცელი?

მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ოლიმპიადის დღეს ორი ტიპის ფურცელი ხვდებათ: ტესტის ფურცელი და პასუხების ფურცელი.

ტესტის ფურცელი მოსწავლის საკუთრება ხდება. მასში მოცემულია დავალებები, რომელსაც უნდა გასცეს პასუხი მოსწავლემ. ტესტის ფურცელზე შესაძლებელია გახაზვა, გაფერადება, ჩანაწერების გაკეთება და ა.შ. ის სრულად მოსწავლის განკარგულებაშია.

პასუხის ფურცელი კინგსის საკუთრებაა. პასუხის ფურცელი საბოლოო პასუხების დასაფიქსირებლად გამოიყენება. მასში უნდა ჩავწეროთ პირადი ინფორმაცია და გავაფერადოთ ის პასუხები, რომლებიც გვგონია სწორი. მაგ: პირველი საკითხის გასწვრივ ვხედავთ გასაფერადებელ უჯრებს: A, B, C გვგონია, რომ სწორი პასუხი არის B, შესაბამისად ვაფერადებთ B-ს.

ჩატარების ადგილზე დამკვირვებლები ყველა მოსწავლეს აუხსნიან პასუხის ფურცლის შევსების ინსტრუქციას. ამიტომ პასუხის ფურცლის შევსება რთული პროცესი არ იქნება.


პასუხის ფურცლის სწორად გამოყენების ვიდეო ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე: ვიდეო ინსტრუქცია


პასუხის ფურცლის ნიმუში კი იხილეთ ამ ბმულზე:

🔶  მე-2 დან მე-4 კლასის ჩათვლით

🔶  მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით


რის წამოღება შეიძლება ოლიმპიადის დღეს და რის არა?


ოლიმპიადის დღეს შეგიძლიათ იქონიოთ წყალი და სურვილისამებრ საკუთარი კალამი. თუმცა კალამი არ უნდა იყოს ტუშიანი.  ტელეფონის ან სხვა გაჯეტების შემოტანა შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია მათი გამორთულ მდგომარეობაში ქონა. 


აკრძალულია პასუხის ფურცელზე კორექტორის გამოყენება. 


შეგახსენებთ, თუკი მოსწავლეს ჯერ არ გაუვლია რეგისტრაცია, აუცილებელია დარეგისტრირება ბმულზე: რეგისტრაცია


კინგსის გუნდი გელოდებათ 23 მარტს და გისურვებთ წარმატებულ ასპარეზობას!