მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინგლისური ენის ფინალისთვის

როდის და სად ჩატარდება ინგლისური ენის ფინალი?
მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის 2025 წლის გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის ფინალური ტური 6 აპრილს, კვირას ჩატარდება. განრიგი და მისამართები უცვლელია. გადაამოწმეთ ბმულზე: განრიგი
ხოლო 1-ელი კლასის მოსწავლეებისათვის ტესტის დაწერა 7 აპრილს ონლაინ იქნება შესაძლებელი- სახლიდან. მჭირდება ფინალზე რეგისტრაცია?


არა, ფინალზე რეგისტრაცია არ არის საჭირო. აუცილებლად უნდა ისარგებლოთ უკვე შექმნილი პროფილით და მოიტანოთ თქვენი 6 ნიშნა უნიკალური კოდი.

ვინ იღებს მონაწილეობას ფინალში?

ფინალში მონაწილეობს ყველა, ვინც გამოცხადდა ამ სეზონზე I ტურზე და დააგროვა 35 ქულა ან მეტი.
შედეგის გადასამოწმებლად ეწვიეთ თქვენს პირად პროფილს ამ ბმულით: ბმული
შემდეგ აირჩიეთ გვერდი “შედეგები” და “შედეგის ნახვა”.

რა ღირს ფინალში მონაწილეობა და როგორ უნდა გადავიხადო ფინალის საფასური? 

ერთი საგნის ფინალში მონაწილეობის საფასური შეადგენს 29 ლარს.

გადახდის ინსტრუქციის სანახავად აუცილებელია გაეცნოთ ბმულს: ბმული

რა უნდა ვიქონიო ფინალზე?

ფინალზე აუცილებელია, იქონიოთ თქვენი 6 ნიშნა უნიკალური კოდი. (კოდი სასურველია,  ამოწეროთ კინგსელის ბარათზე ან ფურცელზე და მოიტანოთ ჩატარების ლოკაციაზე, რომ არ შეგეშალოთ პასუხის ფურცელზე უნიკალური კოდის სწორად გადატანა).

ფინალზე შეგიძლიათ წამოიღოთ კალამი, თუმცა კალამი არ უნდა იყოს ე.წ ტუშიანი, 

არ უნდა იყოს შავი და არ უნდა იყოს საშლელიანი.


შეგიძლიათ თან იქონიოთ წყალი. 

6-ნიშნა უნიკალური კოდის მნიშვნელობა

თქვენი 6 ნიშნა უნიკალური კოდი მნიშნელოვანია იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ თქვენი ნამუშევრისა და ქულის ნახვა თქვენს პროფილში. 

აუცილებელია, კოდი იყოს სწორად დაწერილი პასუხის ფურცელზე. შედეგად თქვენ თქვენს ქულას დროულად გაიგებთ და თავიდან ავირიდებთ ტექნიკურ ხარვეზს.

თქვენი უნიკალური კოდი სამივე საგნისათვის არის ერთი და იგივე. უნიკალური კოდი არ იცვლება. 

გთხოვთ, ასევე, გაითვალისწინოთ, რომ მოსწავლეს არ ჰქონდეს რამდენიმე პროფილი. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ნამუშევრისა და ქულის ნახვა შეეძლება იმ პროფილზე, რომელ კოდსაც ჩაწერს პასუხების ფურცელში.

რამდენი საკითხი დამხვდება ფინალზე?
ფინალზე 1-ელი კლასის მოსწავლეებს 30 საკითხი დახვდებათ
მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებს - 35
ხოლო მე-4 დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს - 45

რა დრო მაქვს ფინალის დასაწერად და რამდენი ქულა მჭირდება?


ფინალის დასაწერად გაქვთ ზუსტად 1 საათი (60 წუთი), სერტიფიკატისა და დიპლომის მისაღებად გჭირდებათ შემდეგი ქულები:

დაგროვებული ქულა

ჯილდო

1-70 ქულა ფინალში

სერტიფიკატი

71-80 ქულა ფინალში

III ხარისხის დიპლომი

81 -90 ქულა ფინალში

II ხარისხის დიპლომი

91 - 100 ქულა ფინალში

I ხარისხის დიპლომი


ხოლო, გამარჯვებისთვის საჭირო ქულა დამოკიდებულია იმაზე, როგორ გაართმევენ ტესტს თავს სხვა მოსწავლეები და თქვენ. რამდენად შეძლებთ, რომ თქვენი ქულა მათზე მაღალი იყოს.

რა ხდება ფინალის შემდეგ?
ფინალის შემდეგ 5 სამუშაო დღეში ქვეყნდება თქვენი შედეგები, ხოლო 2 კვირის ვადაში რეიტინგული სია, სადაც ხედავთ რომელ ადგილზე ხართ თქვენს საკლასო კატეგორიაში მთელი საქართველოს მასშტაბით.
კინგსის გუნდი გისურვებთ წარმატებას!