რა არის ბონუს შეკითხვები?
კინგსის ნებისმიერი საგნის მხოლოდ I ტურზე მოსწავლეს ტესტის ფურცლის ბოლო ნაწილში ხვდება ბონუს დავალება, რომელიც 5 შეკითხვისგან შედგება.
რადგან პირველი ტური მოსწავლისათვის ოლიმპიადის წერის პირველი გამოცდილება შეიძლება იყოს ან ღელავდეს ახალი საოლიმპიადე სეზონის დაწყებისას ბონუსის მიზანია, მოსწავლეს მისცეს დაშვებული შეცდომის დაკომპენსირების საშუალება.
ბონუს დავალება არის 5 შეკითხვისაგან შემდგარი 20 ქულიანი დავალება.
ბონუს დავალებაში ზოგჯერ პარტნიორი კომპანიის შეკითხვებია, ზოგჯერ კი - კინგსის.
გაითვალისწინეთ: კინგსის ოლიმპიადის ტესტის მაქსიმალური ქულა არის 100. ბონუს დავალება გვეხმარება, მივუახლოვდეთ ამ ქულას. განვიხილოთ სცენარები:
მაგალითად, ირაკლიმ 100 ქულიან ტესტში დაუშვა შეცდომები და 100-დან 90 ქულა დააგროვა, 20 ქულიანი ბონუსიდან კი შეძლო კიდევ 10 ქულა დაეგროვებინა, ირაკლის ქულა უკვე 90 + 10 = 100 გახდება.
თუ სოფომ ტესტში 100-დან ასევე 90 ქულა დააგროვა და ბონუსიდან 20-დან 20 სოფოს შეცდომებიც დაკომპენსირდება და 100 ქულა დაეწერება. ე.ი ბონუსი გვეხმარება, მაქსიმუმ 100 ქულამდე შევავსოთ ჩვენი ქულა. 100-ზე მაღალი ქულა კინგსის ოლიმპიადაზე არ იწერება.
ახლა განვიხილოთ თამუნას მაგალითი: თამუნამ ტესტში 70 ქულა დააგროვა და ბონუსში 20-დან 20 აიღო. თამუნას პირველი ტურის ჯამური ქულა იქნება 70+20 = 90.
ამრიგად, ბონუსი ეხმარება მოსწავლეს პირველ ტურში მოიპოვოს დამატებითი ქულები. ბონუსით მაქსიმუმ 100 ქულამდე ასვლა შეიძლება.
თითოეულ კინგსელს გირჩევთ, აუცილებლად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა ქართული ენისა და მათემატიკის I ტურებზე და შეასრულოთ ბონუს დავალებები.
თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ ამ საგნებზე, მიჰყევით ბმულს: რეგისტრაცია