ყველა საჭირო ინფორმაცია მშობლიური ენის ოლიმპიადის მონაწილე პირველკლასელებისათვის

მშობლიური, ქართული ენის, ოლიმპიადის I უფასო ტური მხოლოდ პირველი კლასის მოსწავლეებისათვის 14 აპრილიდან 18 აპრილის 16:00-მდე სახლიდან გაუსვლელად, ონლაინში, ჩატარდება.

სად შეგვეძლება I ტურის ტესტის ნახვა?

www.kings.ge -ზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ გექმნებათ პროფილი, რომელშიც საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში “პირადი პროფილი” ღილაკზე დაჭერით ავტორიზაცია (შესვლა) შეგიძლიათ.

მობილური ვერსიის შემთხვევაში დააჭირეთ ქვემოთ მოცემული ილუსტრაციის მქონე ღილაკს.

პირველი ტურის ტესტი 14 აპრილიდან მოსწავლის პირად პროფილში დაგხვდებათ.

რა დრო ექნებათ მოსწავლეებს ტესტის დასაწერად და რამდენი საკითხი შეგვხვდება?

ტესტის დასაწერად მოსწავლეს ზუსტად 1 საათი (60 წუთი) ექნება. 

ქართული ენის პირველი კლასის ტესტი 100 ქულიანია. ტესტი 30 ძირითადი შეკითხვისა და 5 დამატებითი ე.წ ბონუს შეკითხვისგან შედგება. 


რა არის ბონუს დავალებები?

კინგსის ნებისმიერი საგნის მხოლოდ I ტურზე მოსწავლეს ტესტის ბოლო ნაწილში ხვდება ბონუს დავალება, რომელიც 5 შეკითხვისგან შედგება და ჯამურად 20 ქულიანია. ბონუს დავალებაში ზოგჯერ პარტნიორი კომპანიის შეკითხვებია, ზოგჯერ კი - კინგსის.


ბონუსის მიზანია, მოსწავლეს მისცეს დაშვებული შეცდომის დაკომპენსირების/ანაზღაურების საშუალება.

მაგალითად: ირაკლიმ 100 ქულიან ტესტში დაუშვა შეცდომები და 100-დან 90 ქულა დააგროვა, 20 ქულიანი ბონუსიდან კი შეძლო კიდევ 10 ქულა დაეგროვებინა, ირაკლის ქულა უკვე 90 + 10 = 100 გახდება. 


რა ტიპის საკითხები შეგვხვდება ოლიმპიადაზე?

I ტურის საკითხების ტიპის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ამ ბმულს და გაეცნოთ ტესტის მიმოხილვას: მიმოხილვა

დამატებით სამეცადინოდ რამე კურსი არსებობს?

პირველი ტურისათვის დამატებით მოსამზადებლად შეგიძლიათ, ისარგებლოთ პროფილში არსებული ფასიანი მოსამზადებელი ტესტებით.


გაითვალისწინეთ, რომ ტესტი შაბათს, 13 აპრილს, 23:59-ზე გაითიშება.

რას მოიპოვებს I ტურის მონაწილე?

პირველი უფასო ტურის თითოეულ მონაწილეს ციფრული სერტიფიკატი გადაეცემა.

I ტურის შემდეგ რა ხდება?

100-დან 35 ან მეტი ქულის მქონე მონაწილეები ფინალურ ტურში გადადიან, რომელიც პირველი კლასის შემთხვევაში ისევ ონლაინ ჩატარდება.

ფინალში მოსწავლე მოიპოვებს ბეჭდურ სერტიფიკატს ან  დიპლომს. ჯილდოს ტიპს მოსწავლის მიერ დაგროვებული ქულები განსაზღვრავს:

დაგროვებული ქულა

ჯილდო

1-70 ქულა ფინალში

სერტიფიკატი

71-80 ქულა ფინალში

III ხარისხის დიპლომი

81 -90 ქულა ფინალში

II ხარისხის დიპლომი

91 - 100 ქულა ფინალში

I ხარისხის დიპლომი


გარდა სერტიფიკატისა და დიპლომებისა, საქართველოს მასშტაბით ქულით საუკეთესო 3 პირველკლასელი პარტნიორი კომპანიებისა და კინგსის პრიზებით დასაჩუქრდება. ფინალურ ტურში ქულების დამთხვევის შემთხვევაში სამეული გამოსავლენად მონაწილეებს ფიზიკურ სივრცეში სუპერფინალის დასაწერად მოვიწვევთ.

თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ ქართული ენის ოლიმპიადაზე იჩქარეთ, მიჰყევით ბმულს: რეგისტრაცია

კინგსის გუნდი გისურვებთ წარმატებულ ასპარეზობას!