მშობლიური, ქართული, ენის ოლიმპიადა - ყველა საჭირო ინფორმაცია ერთ სტატიაში

როდის და სად ჩატარდება მშობლიური, ქართული, ენის I უფასო ტური?

მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის 2025 წლის გაზაფხულის სეზონის ქართული ენის I უფასო ტური 13 აპრილს, კვირას ჩატარდება 25 ქალაქში.

განრიგი და მისამართები გადაამოწმეთ ბმულზე: განრიგი

ხოლო 1-ელი კლასის მოსწავლეებისათვის ტესტის დაწერა 14 აპრილიდან 18 აპრილის 16:00-მდე ონლაინ (სახლიდან გაუსვლელად), პირად პროფილში, იქნება შესაძლებელი.

მჭირდება ქართული ენის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია?


დიახ, თუ ოლიმპიადაზე რეგისტრაცია არ გაგივლიათ უნდა დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ პირადი პროფილი, მაშინ უნდა აირჩიოთ ქართული ენის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია. თუ ქართული ენის ქვემოთ გიწერიათ, რომ უკვე დარეგისტრირებული ხართ რაიმე დამატებითი მოქმედების განხორციელება საჭირო არ არის.



ყველა პროფილიან მოსწავლეს აქვს საკუთარი 6 ნიშნა უნიკალური კოდი, რომელიც პროფილის ზედა მარცხენა კუთხეში ჩანს. 

სწორედ ამ კოდის საშუალებით ვასწორებთ მოსწავლეების ნაშრომებს სწრაფად და მიუკერძოებლად. ამიტომ აუცილებელია ეს კოდი ოლიმპიადაზე თან იქონიოთ.

რა დრო აქვს მოსწავლეს, რამდენი საკითხი შეხვდება და როგორი საკითხები?


ნებისმიერი კლასის მოსწავლეს ოლიმპიადის დასაწერად აქვს ზუსტად 1 საათი (60 წუთი).

ტესტი არის 100 ქულიანი და ფინალში გამსვლელი ქულაა 35.

ოლიმპიადის საკითხების რაოდენობა და სირთულე კლასიდან კლასამდე განსხვავდება და მიჰყვება სასკოლო პროგრამას:

🔶 1-ელიდან მე-5 კლასის ჩათვლით მოსწავლეების ტესტში 30 ძირითადი და 5 ბონუს სავარჯიშოა.


🔶 მე-6 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის 35 ძირითადი და 5 ბონუს სავარჯიშოა.


ტესტის მიმოხილვის სანახავად მიჰყევით ბმულს: მიმოხილვა


რა არის ტესტის ფურცელი და პასუხების ფურცელი?

მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ოლიმპიადის დღეს ორი ტიპის ფურცელი ხვდებათ: ტესტის ფურცელი და პასუხების ფურცელი.

ტესტის ფურცელი მოსწავლის საკუთრება ხდება. მასში მოცემულია დავალებები, რომელსაც უნდა გასცეს პასუხი მოსწავლემ. ტესტის ფურცელზე შესაძლებელია გახაზვა, გაფერადება, ჩანაწერების გაკეთება და ა.შ. ის სრულად მოსწავლის განკარგულებაშია.

პასუხის ფურცელი კინგსის საკუთრებაა. პასუხის ფურცელი საბოლოო პასუხების დასაფიქსირებლად გამოიყენება. მასში უნდა ჩავწეროთ პირადი ინფორმაცია, როგორიცაა 6 ნიშნა უნიკალური კოდი, სახელი, გვარი, კლასი, ქალაქი, სკოლა და გავაფერადოთ ის პასუხები, რომლებიც გვგონია სწორი. მაგ: პირველი საკითხის გასწვრივ ვხედავთ გასაფერადებელ უჯრებს: ა, ბ, გ გვგონია, რომ სწორი პასუხი არის ბ, შესაბამისად ვაფერადებთ ბ-ს.

ჩატარების ადგილზე დამკვირვებლები ყველა მოსწავლეს აუხსნიან პასუხის ფურცლის შევსების ინსტრუქციას. ამიტომ პასუხის ფურცლის შევსება რთული პროცესი არ იქნება.


რის წამოღება შეიძლება ოლიმპიადის დღეს და რის არა?


ოლიმპიადის დღეს შეგიძლიათ იქონიოთ წყალი და სურვილისამებრ საკუთარი კალამი. თუმცა კალამი არ უნდა იყოს ტუშიანი.  ტელეფონის ან სხვა გაჯეტების შემოტანა შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია მათი გამორთულ მდგომარეობაში ქონა. 

აკრძალულია პასუხის ფურცელზე კორექტორის გამოყენება.

შეგახსენებთ, თუკი მოსწავლეს ჯერ არ გაუვლია რეგისტრაცია, აუცილებელია დარეგისტრირება ბმულზე: რეგისტრაცია

კინგსის გუნდი გელოდებათ 13 აპრილს და გისურვებთ წარმატებულ ასპარეზობას!