კინგსის მშობლიური, ქართული, ენის გაზაფხულის სეზონის I უფასო ტური წარმატებით დასრულდა!

2025 წლის 13 აპრილს საქართველოს 25 ქალაქში მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის ქართული ენის I უფასო ტური გაიმართა. 

მშობლიური ენის ოლიმპიადაში საქართველოს 1400  სკოლიდან ათი ათასობით მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

ოლიმპიადის პირველი ტურის მიზანს მშობლიური ენით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა და სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება წარმოადგენდა.

მონაწილეებმა საკუთარი ცოდნა გრამატიკაში, ლექსიკაში, წაკითხულის გააზრებასა თუ კრიტიკულ აზროვნებაში გამოსცადეს.

I ტურის შედეგები მოსწავლეებისათვის 16 აპრილს 13:00-ზე გახდება ცნობილი.

I უფასო ტურის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ციფრული სერტიფიკატი, რომელიც მოსწავლის პირად პროფილში შედეგების ნახვისას იქნება ხელმისაწვდომი.

მოსწავლეები, რომლებიც 35 ან მეტ ქულას დააგროვებენ გადავლენ ფინალურ ტურში. 

ფინალი 4 მაისს იმავე 25 ქალაქში, იმავე ჩატარების მისამართებზე გაიმართება.

ფინალისტებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ 7 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატები, დიპლომები და პარტნიორი კომპანიისა თუ კინგსის მიერ დაწესებული პრიზები. პრიზების შესახებ ინფორმაცია 25 აპრილს დაანონსდება. 

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თითოეულ პედაგოგსა და მშობელს, ვინც შეიტანა წვლილი ამ მნიშვნელოვანი დღისა და ღონისძიების წარმატებაში.

კინგსის გუნდი მოუთმენლად ელოდება ოლიმპიადის შედეგების გამოქვეყნებას და თითოეულ მოწადინებულ მონაწილეს გისურვებთ ფინალში გადასვლას!