კინგსი გაზაფხულის სეზონის მშობლიური, ქართული, ენის ოლიმპიადა მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის 4 მაისს ფიზიკურ სივრცეში გაიმართება.
მხოლოდ 1-ელი კლასის მოსწავლეებისათვის ფინალის ტესტი ხელმისაწვდომი იქნება 5 მაისის 12:00-დან 8 მაისის 18:00-მდე, ონლაინ სახლიდან გაუსვლელად.
გთავაზობთ ოლიმპიადის ფინალური ტურის ტესტების მიმოხილვას.
1-ელი კლასი
მე-2 კლასი
მე-3 კლასი
მე-4 კლასი
მე-5 კლასი
მე-6 კლასი
ვინ იღებს მონაწილეობას ფინალში?
ფინალში მონაწილეობს ყველა, ვინც გამოცხადდა ამ სეზონზე ქართული ენის ოლიმპიადის I ტურზე და დააგროვა 35 ქულა ან მეტი.
შედეგის გადასამოწმებლად ეწვიეთ თქვენს პირად პროფილს ამ ბმულით: ბმული
შემდეგ აირჩიეთ გვერდი “შედეგები” და “შედეგის ნახვა”.
ფინალზე დარეგისტრირება არ არის საჭირო
რა ღირს ფინალში მონაწილეობა და როგორ უნდა გადავიხადო ფინალის საფასური?
ერთი საგნის ფინალში მონაწილეობის საფასური შეადგენს 29 ლარს. გადახდის ინსტრუქციის სანახავად აუცილებელია გაეცნოთ ბმულს: ბმული
ფინალის მონაწილე ყველა მოსწავლეს შემდეგი სემესტრის დაწყებისას გადაეცემა 7 (5 ევროპისა და 2 აზიის) ქვეყანაში ცნობადი ბეჭდური სერტიფიკატი ან დიპლომი:
🟪 1-70 ქულა ფინალში - ბეჭდური სერტიფიკატი
🟪 71-80 ქულა ფინალში - III ხარისხის ბეჭდური დიპლომი
🟪 81-90 ქულა ფინალში - II ხარისხის ბეჭდური დიპლომი
🟪 91-100 ქულა ფინალში - I ხარისხის ბეჭდური დიპლომი