კინგსისა და ალტას პარტნიორობის შესახებ

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო,  პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს მათემატიკის ოლიმპიადის I უფასო ტური ტარდება.

მოსწავლის რეგისტრაცია:https://www.kings.ge/student/register
მასწავლებლის რეგისტრაცია: https://www.kings.ge/teacher/register


💜✨ კინგსის ერთგული პარტნიორი  ალტა კი  მომხმარებლის მაღალხარისხიანი ტექნიკით უზრუნველყოფის გარდა, როგორც ჩვენი გამარჯვებული მოსწავლეების, ისე აქტიური მასწავლებლებისა და სკოლების წახალისებაზე აგრძელებს ზრუნვას. 


2025 წლის შემოდგომის სეზონზე ალტა მასწავლებლების ფონდს შემოუერთდა.

ფონდის ბიუჯეტის ფარგლებში მასწავლებლებისათვის შეიქმნა კინგსის ტესტის კრებულები, რომლითაც შეუძლიათ ამეცადინონ მოსწავლეები მომავალი ოლიმპიადისათვის. საქართველოს მასშტაბით 150 ყველაზე აქტიური მასწავლებელი კი დაჯილდოვდება.

საგულისხმოა, რომ წელს ალტასგან მე-2- დან მე-12 კლასის ჩათვლით ყველა საგნის, ყველა კლასის გამარჯვებული სამეული - ჯამურად 90 მოსწავლე და მათ შორის 30 მათემატიკის გამარჯვებული მოსწავლე დაჯილდოვდება.

შეგახსენებთ ალტას მიერ დაწესებულ პრიზებს:




I ადგილი


II-VI კლასის ჩათვლით თითოეულ მოსწავლეს ტაბი



VII - XII კლასის ჩათვლით თითოეულ მოსწავლეს სმარტ საათი



II ადგილი


II-XII კლასის ჩათვლით
თითოეულ მოსწავლეს ყურსასმენები




III ადგილი

II-XII კლასის ჩათვლით
თითოეულ მოსწავლეს სპიკერი


მადლობას ვუხდით ალტას როგორც მოსწავლეების, ისე აქტიური პედაგოგებისა და სკოლების წახალისებისათვის. გვჯერა, რომ სწორედ განათლება ქმნის წარმატებულ მომავალს.

მოსწავლის რეგისტრაცია:https://www.kings.ge/student/register
მასწავლებლის რეგისტრაცია: https://www.kings.ge/teacher/register

 კინგსი და ალტა გისურვებთ წარმატებულ ასპარეზობას 30 ნოემბერს!