რა არის სუპერფინალი და რა შემთხვევაში ინიშნება?
კინგსის საგნობრივი ოლიმპიადის ფინალური ტურის შედეგების საფუძველზე დგება რეიტინგული სია, რომლის მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით თითოეულ საკლასო კატეგორიაში დაფიქსირებული შედეგების დალაგება. (უმაღლესიდან მცირესაკენ).
კინგსი და პარტნიორი ორგანიზაციები ყოველ წელს საქართველოს მასშტაბით თითოეული საკლასო კატეოგრიის ტოპ 3 მოსწავლეს ასაჩუქრებენ. ამიტომ აუცილებელია ფინალის ქულით გამოვლინდეს ზუსტად 3 მოსწავლე.
სუპერფინალის საჭიროება, სწორედ მაშინ დგება როდესაც ტოპ შედეგების მქონე მოსწავლეების როგორც ფინალის, ისე პირველი ტურის ქულები ემთხვევა და მათში საუკეთესო 3-ეულის გამოსავლენად დამატებითი კონკურსის ჩატარება ხდება საჭირო.
ვინ არის მოწვეული სუპერფინალზე?
მოსწავლეები, რომლებიც პირველად რეიტინგულ სიაში იკავებენ 1-ელ, მე-2 ან მე-3 ადგილზე მყოფი მოსწავლის იდენტურ ქულას.
გადასამოწმებლად ეწვიეთ ბმულს და მიაქციეთ სტატუსს "სუპერფინალი" ყურადღება:
ინგლისური ენა
ქართული ენა
მათემატიკა
მხოლოდ სუპერფინალზე მოწვეულმა თითოეულმა მოსწავლემ აუცილებლად უნდა შეავსოს ეს დასტურის ფორმა: ბმული
რა უნდა იქონიოთ აუცილებლად სუპერფინალზე?
სუპერფინალზე აუცილებელია იქონიოთ თქვენი 6 ნიშნა უნიკალური კოდი.
სად ჩატარდება 2025 წლის შემოდგომის სეზონის სუპერფინალი და რა დროს?
2025 წლის შემოდგომის სეზონის სუპერფინალი 4 დიდ ქალაქში ჩატარდება:
- თბილისი - #122 საჯარო სკოლა, საბურთალო, ქავთარაძის ქ. 42
ქუთაისი - 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, რუსთაველის გამზირი 127
ბათუმი - პროგრესი, შამილაძის ქ.30
ზუგდიდი - IV საჯარო სკოლა, ც. დადიანის ქ. 8
სუპერფინალის ჩატარების დღე და დრო:
28 დეკემბერი (კვირა)
11:00 - ინგლისური ენა
13:00 - ქართული ენა
15:00 - მათემატიკა
რა სტრუქტურისაა და რამდენ ქულიანია სუპერფინალის ტესტი, რა დროის მანძილზე მიმდინარეობს წერა?
სუპერფინალის ტესტი ორი ერთმანეთის მსგავსი სექციისგან შედგება. თითოეული სექციის ქულაა 50. ე.ი ერთი სუპერფინალის ხანგრძლივობა 60 წუთი (1 საათია).
ქართული და ინგლისური ენები - 100 ქულა, 2 სექცია 25 -25 საკითხი
მათემატიკა - 100 ქულა, 2 სექცია, 8-8 საკითხი
გამარჯვებულის გამოვლენის წესი
მიუხედავად იმისა, რომ ყველა სუპერფინალის მონაწილე ორივე სექციას წერს გამარჯვებულის გამოვლენისას ჯერ პირველი სექციის ქულები შეფასდება და თუკი მიღებული შედეგი გამარჯვებულების გამოსავლენად საკმარისი აღმოჩნდება მაშინ სუპერფინალის მე-2 სექცია აღარ გასწორდება.
მე-2 სექციის მიზანია, პირველი სექციით ვერგამოვლენილი გამარჯვებულების დამატებით შეფასება.
გამარჯვებულების გამოვლენის წესი უცვლელია: სექციის ქულები ლაგდება დიდიდან მცირესკენ (კლებადობით), ისევე, როგორც რეიტინგულ სიაში.
შესაბამისად, ყველაზე მაღალი ქულის მქონე მოსწავლე იკავებს მოწინავე პოზიციას.
რა ხდება თუ 1-ზე მეტი საგნის სუპერფინალში ვმონაწილობთ?
ასეთ დროს კინგსის ადმინისტრაცია წინასწარ უზრუნველყოფს, რომ სხვადასხვა საგნის ტესტის წერა სხვადასხვა დროს მოგიწიოთ და გქონდეთ საგნიდან საგნამდე საკმარისი შესვენების დრო.
პასუხის ფურცელთან მუშაობის წესი
სუპერფინალის დროს თითოეულ მონაწილეს 1-ელიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოუწევს პასუხის ფურცელთან მუშაობა. პასუხის ფურცელზე უნდა შეივსოს მოსწავლის სახელი, გვარი, კლასი, სკოლა, დამრიგებელი, ხოლო საკითხის შესაბამისი პასუხი უნდა გაფერადდეს.
იხილეთ გაზაფხულის სუპერფინალის პასუხის ფურცლის ნიმუში (შემოდგომის სეზონზეც ანალოგიური პასუხის ფურცელი დაგხვდებათ):
საკითხის აპელაციის წესი
თუკი სუპერფინალის წერისას ჩათვლით, რომ რომელიმე საკითხი ხავეზულია ან ორაზროვანი 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დაწეროთ სააპელაციო განაცხადი და გამოაგზავნოთ claim@kings.ge-ზე. აუცილებელია აპელაცია იყოს არგუმენტირებული და მითითებული იყოს მოსწავლის უნიკალური 6 ნიშნა კოდი.
შედეგების გამოქვეყნების წესი
სუპერფინალის შედეგები მოსწავლის პირად პროფილში ოლიმპიადის ჩატარებიდან 1 სამუშაო დღეში გამოქვეყნდება. სააპელაციო განაცხადების მიღებიდან ერთი სამუშაო დღის გასვლის შემდეგ www.kings.ge-ზე სიახლეების გვერდზე გამოქვეყნდება სუპერფინალის საბოლოო რეიტინგული სია.