კინგსის ისტორიაში პირველად - შენი წარმატება საერთაშორისოა!

🌍 2026 წლის გაზაფხულის სეზონიდან კინგსი განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა! ვამაყობთ, რომ დღეის მონაცემით კინგსის ოლიმპიადებს მსოფლიოს 14 ქვეყანა და 3 კონტინენტი მასპინძლობს. 


ჩვენი მიზანია, უკვე მიმდინარე სეზონზე თითოეული კინგსელის მიერ მიღწეული წარმატება გავხადოთ საერთაშორისო და საქართველოს ფარგლებს გარეთ აღიარებული.


სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ერთიანი, გლობალური ქვეყანათაშორისი სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც კინგსელების მიერ მიღებული ჯილდოები იქნება ვერიფიცირებული, აღიარებული და ცნობადი. 


პირველად და უკვე ამ (2026 წლის გაზაფხულის) სეზონის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ ზემოთხსენებული დიპლომი:


  1. ახალი დიზაინისა და ფორმატის დიპლომი შესრულებულია ორ ენაზე, მშობლიურ და ინგლისურ ენებზე;

  2. ერიფიცირებულია - მასზე დატანილია უნიკალური სერიული ნომერი, რომლითაც კინგსელის დიპლომი იდენტიფიცირებადია ერთიან ქვეყანათშორის სისტემაში.

  3. გზა საერთაშორისო პროქტებისკენ - ამ ტიპის დიპლომის მფლობელებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კინგსის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო პროექტებში; 


ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ტრანსფორმაციისა და ახალი თაობის საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანის პროცესს მხარს უჭერენ კინგსის პარტნიორი ორგანიზაციები: ალტა, Tether, სანტე - ლოკო მოკო და ავერსი.

გახდი პირველი კინგსელი, რომელიც განახლებულ, ვერიფიცირებულ და გლობალურად ცნობად დიპლომს მოიპოვებს !


2026 წლის გაზაფხულის სეზონი ინგლისური ენის ოლიმპიადის I უფასო ტურით იხსნება, რომელიც 22 მარტს ჩატარდება.  


რეგისტრაციისთვის ისარგებლეთ ბმულით: რეგისტრაცია 


კინგსის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებულ ასპარეზობას!