თითოეული მათემატიკის სუპერფინალის მონაწილე 50/50 ქულის მქონე მოსწავლეს გილოცავთ ეროვნულ ჩემპიონთა შორის მოხვედრას და საქართველოს მასშტაბით უმაღლესი შედეგის დაფიქსირებას! თეზერის სუპერფინალის ტესტი ემსახურება მხოლოდ Тether-ის მიერ დაწესებული პრიზის - ლეპტოპის, მფლობელი კინგსელის გამოვლენას.
თეზერის ტესტს არ აქვს გავლენა მათემატიკის გამარჯვებული სამეულის გამოვლენაზე.
თეზერის ტესტს მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით მათემატიკის საგნობრივი ოლიმპიადის ორივე ტურზე 50/50 ქულის მქონე მოსწავლეები 13 ივნისს სუპერფინალის შემდეგ (16:00-16:15) დაწერენ. ტესტში იქნება მოცემული 5 შეკითხვა და ჯამურად იქნება 15 ქულიანი. ტესტის დასაწერად მოსწავლეებს ზუსტად 15 წუთი მიეცემათ. მოწვეულ მონაწილეთა სია იხილეთ ბმულზე: მოწვეული მონაწილეები
გაითვალისწინეთ, რომ Tether-ის კონკურში ერთი ლეპტოპის მფლობელი გამოვლინდება.
ლეპტოპის მფლობელის გამოვლენის წესი შემდეგია: მათემატიკის სუპერფინალში დაფიქსირებული ქულა + თეზერის ქულა უნდა იყოს სხვებთან შედარებით უმაღლესი. თუკი ამ ორი ქულის ჯამი სხვა მონაწილესას დაემთხვევა უპირატესობა სუპერფინალის უმაღლეს ქულას მიენიჭება. Tether-ის მოსამზადებელ მასალას ყოველთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.kings.ge/student/campaigns/tether
გისურვებთ წარმატებულ ასპარეზობას!