ინგლისური ენის I უფასო ტურისათვის საჭირო ყველა სიახლე ერთ სტატიად

18 ოქტომბერს მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის I უფასო ტური ჩატარდება. ოლიმპიადას 30 ქალაქი უმასპინძლებს. 


შეგახსენებთ, თუკი მოსწავლეს ჯერ არ გაუვლია რეგისტრაცია, აუცილებელია დარეგისტრირება ბმულზე: რეგისტრაცია

ტესტის ფორმატი

ნებისმიერი კლასის მოსწავლეს ოლიმპიადის დასაწერად აქვს ზუსტად 1 საათი (60 წუთი).

ტესტი არის 100 ქულიანი და ფინალში გამსვლელი ქულაა 35.


ოლიმპიადის საკითხების სირთულე კლასიდან კლასამდე განსხვავდება და მიჰყვება სასკოლო პროგრამას:


• 2, 3 კლასების ტესტში - 30 ძირითადი და 5 ბონუს სავარჯიშო

• სხვა კლასების ტესტში - 40 ძირითადი და 5 ბონუს სავარჯიშო


რა არის ბონუს სავარჯიშო?

ბონუს სავარჯიშო არის 5 საკითხისგან შემდგარი 25 ქულიანი სავარჯიშო, რომელიც მოსწავლეს ტესტის ბოლოს ტესტის ფურცელზე ხვდება.

ბონუსის დაწერით მოსწავლე დამატებით ქულებს აგროვებს. მაგალითად: ირაკლიმ 100 ქულიან ტესტში დაუშვა შეცდომები და 100-დან 90 ქულა დააგროვა. 25 ქულიანი ბონუსიდან 10 ქულაც რომ დააგროვოს, ირაკლის ქულა უკვე 90 + 10 = 100 გახდება.

ამრიგად, ბონუს სავარჯიშო კარგი შესაძლებლობაა მოსწავლემ აანაზღაუროს დაშვებული შეცდომები.


ტესტის ფურცელი და პასუხების ფურცელი

მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ოლიმპიადის დღეს ორი ტიპის ფურცელი ხვდებათ:

ტესტის ფურცელი - მოსწავლის საკუთრება ხდება. მასში მოცემულია დავალებები. ტესტის ფურცელზე შესაძლებელია გახაზვა, გაფერადება, ჩანაწერების გაკეთება და ა.შ. ის სრულად მოსწავლის განკარგულებაშია.

პასუხის ფურცელი - კინგსის საკუთრებაა. პასუხის ფურცელი საბოლოო პასუხების დასაფიქსირებლად გამოიყენება. მასში უნდა ჩავწეროთ პირადი ინფორმაცია და გავაფერადოთ ის პასუხები, რომლებიც გვგონია სწორი. მაგ: პირველი საკითხის გასწვრივ ვხედავთ გასაფერადებელ უჯრებს: A, B, C - გვგონია, რომ სწორი პასუხი არის B, შესაბამისად ვაფერადებთ B-ს.

ჩატარების ადგილზე დამკვირვებლები ყველა მოსწავლეს აუხსნიან პასუხის ფურცლის შევსების ინსტრუქციას. ამიტომ პასუხის ფურცლის შევსება რთული პროცესი არ იქნება.

პასუხის ფურცლის ვიზუალური ნიმუში იხილეთ ბმულზე: პასუხების ფურცლის ნიმუში


როგორ მოვემზადოთ ოლიმპიადისათვის?

მე-2-დან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის დამატებით, სრულიად უფასოდ, გავამზადეთ ტესტების მიმოხილვა, რომლის ნახვაც ამ ბმულზეა შესაძლებელი: მიმოხილვა

ასევე შეგიძლიათ იხილოთ გასული წლის ტესტები ბმულზე:  გასული წლის ტესტები


დამატებით სამეცადინოდ შესაძლებელია ფასიანი მოსამზადებელი ტესტების შეძენა, რომელიც მოსწავლის პირად პროფილში „მოსამზადებელი ტესტები" სექციაშია და არის საოლიმპიადო ტესტების მსგავსი.

რის წამოღება შეიძლება და რის არა?

✅ წყალი

✅ საკუთარი კალამი (არა ტუშიანი)

✅ ტელეფონი/გაჯეტები - მხოლოდ გამორთულ მდგომარეობაში


🚫 ტუშიანი კალამი

🚫 კორექტორი პასუხის ფურცელზე

🚫 ჩართული ტელეფონი/გაჯეტი

ჩატარების მისამართი და განრიგი იხილეთ ბმულზე: ბმული

შეგახსენებთ, თუკი მოსწავლეს ჯერ არ გაუვლია რეგისტრაცია, აუცილებელია დარეგისტრირება ბმულზე: რეგისტრაცია


კინგსის გუნდი გელოდებათ 18 ოქტომბერს და გისურვებთ წარმატებულ ასპარეზობას!