29 ნოემბერს კინგსის მათემატიკის I უფასო ტური ჩატარდება. ტურზე მოსწავლეს 2 ტიპის ფურცელი - ტესტი და პასუხის ფურცელი დახვდება.
მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიადაზე პასუხის დაფიქსირებისას ორი მნიშვნელოვანი უნარი ერთად ვითარდება: ბავშვმა სწორი პასუხი უნდა ამოიცნოს და მკაფიოდ დააფიქსიროს.
ვინაიდან II–III კლასის მოსწავლეებისათვის ეს ახალი გამოცდილებაა, განსაკუთრებით და სპეციალურად მათთვის მოვამზადეთ უფასო სავარჯიშო ტესტი პასუხის ფურცლით და სკოლებში გამოვგზავნეთ. ტესტები კლასის შესაბამისი ბმულიდანაც შეგიძლიათ გადმოწეროთ:
📎 სავარჯიშო ტესტები და პასუხების ფურცლები მათემატიკაში
: II · III · IV · V · VI · VII · VIII · IX · X · XI–XII კლასი
სავარჯიშო ტესტის შესრულების შემდეგ, მოსწავლე სკოლაში ან სახლში მშვიდად ივარჯიშებს და ოლიმპიადაზე თამამად მოვა.
ამრიგად, სულ რომ ოლიმპიადაზე არ მიიღოთ მონაწილეობა, ეს ფურცელი მაინც დაეხმარება მოსწავლეს ტესტთან და პასუხებთან მუშაობის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში, რაც არაერთ საკლასო აქტივობაში გამოადგება.
საიდან დავიწყოთ?
ამობეჭდეთ სავარჯიშო ტესტი და პასუხების ფურცელი. II–III კლასელებს ტესტი სკოლაშიც გამოვუგზავნეთ.
ივარჯიშეთ სახლში/ კლასში.
ბონუსი: +5 ⭐
გარდა იმისა, რომ სავარჯიშო ტესტითა და პასუხის ფურცლით შეგიძლიათ მოემზადოთ, თუკი პასუხებს მოსწავლის პირად პროფილში, „მისია №4“-ში შეიყვანეთ საჩუქრად ვარსკვლავებს მიიღებთ.
ყოველი სწორი პასუხი 1 ვარსკვლავია, თითოეულ კითხვას კი განმარტება ახლავს.
ჯერ არ გაქვთ პროფილი? დარეგისტრირდით კინგსის ოლიმპიადებზე: რეგისტრაცია
ოლიმპიდის განრიგის სანახავად ეწვიეთ ბმულს: განრიგი
გელოდებით 29 ნოემბერს მათემატიკის I უფასო ტურზე და გისურვებთ წარმატებულ ასპარეზობას!