შენ შეგიძლია მოიპოვო ოქროს ან ვერცხლის მედალი!
მსურველებმა, აუცილებლად უნდა შეავსონ ფორმა: ფორმის შევსება
კინგსის ლიგა ესაა ოლიმპიადა ყველაზე წარმატებული მოსწავლეებისათვის, რომელიც 5-6 დეკემბერს გაიმართბა.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, გქონდეთ მნიშვნელოვანი მიღწევა.
ეს შეიძლება იყოს:
1- კინგსის პირველი, მეორე ან მესამე ხარისხის დიპლომი.
2- კარგი აკადემიური მოსწრება სკოლაში.
3- წარმატების დამადასტურებელი დიპლომი არასასკოლო კონკურსებში.
კინგსში სპეციალური კომისია დავაკომპლექტეთ, რომელიც შემოსულ აპლიკაციებს გადაარჩევს და 3 კვირის განმავლობაში დაუკავშირდება წარმატებულ მოსწავლეებს.
კინგსის ლიგა სამ საგანში: ქართულ და ინგლისურ ენებში და მათემატიკაში გაიმართება, მას ერთტურიანი ოლიმპიადის სახე ექნება და მონაწილე, რომელიც 91-დან 100-მდე ქულას დააგროვებს, ოქროს მედლით დასაჩუქრდება, 81-90 ქულის შემთხვევაში ვერცხლის, 71-80 ქულის შემთხვევაში კი- ბრინჯაოსი.
შენ შეგიძლია გახდე კინგსის მედალოსანი!
მსურველებმა, აუცილებლად უნდა შეავსონ ფორმა: ფორმის შევსება