კინგსის ძირითადი საქმიანობა საოლიმპიადე აქტივობების ჩატარებაა. ოლიმპიადები II-XII კლასებისთვის 3 საგანში ტარდება: ინგლისური ენა, ქართული ენა, მათემატიკა.
საგანამანათლებლო აქტივობები იმართება:
. საქართველოს 40 ქალაქში;
. ევროპის- 4 ქვეყანაში;
პროექტში ჩართულია:
. 64 მუნიციპალიტეტი;
. 1500-ზე მეტი სკოლა;
. 100 000-ზე მეტი მოსწავლე.
კინგსი საიუბილე სეზონის ფარგლებში საქართველოს ყველა მსოწავლეს 35 ლარიან სასწავლო გრანტს გადასცემს.
კინგსის გაზაფხულის საოლიმპიადე სეზონი განსაკუთრებული სიახლით იწყება, ეს არის კინგსის მარათონი, რომელიც სამი მნიშვნელოვანი ეტაპისგან შედგება:
- პირველი ნაბიჯი ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელიც პერსონალური განათლების მეთოდს ეფუძნება. პლატფორმა ინოვაციური მიდგომით გაძლევთ ცოდნას და გამზადებთ ოლიმპიადისთვის.
- მეორე ნაბიჯი ოლიმპიადაა - ადგილი, სადაც მოსწავლე მიღებულ ცოდნას ამოწმებს და იღებს მნიშვნელოვან გამოცდილებას.
- მესამე ნაბიჯი ოლიმპოა - ადგილი, სადაც მოსწავლე, მისი მოპოვებული ქულებით, საქართველოს ყველაზე წარმატებული მოსწავლეების ელექტრონულ დაფაზე კუთვნილ ადგილს იკავებს.
როგორც ხედავთ, ოლიმპიადა მარათონის შემადგენელი ნაწილია, რომელში ჩართვისთვისაც აუცილებელია:
ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების თარიღებია:
გისურვებთ წარმატებას