2018 წლის 14 აპრილს 40 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ქართველი ახალგაზრდობა და მთლიანად საზოგადოება დაუპირისპირდა საბჭოთა ხელისუფლების სურვილს გაეუქმებინა ქართული ენის სახელმწიფროებრივი სტატუსი.
სწორედ ამ პროტესტის შედეგია, რომ დღეს შენ მშობლიურ ენაზე თავისუფლად მეტყველებ.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ქართული ენის სახელმწიფოებრივ სტატუსს საფრთხე არ ემუქრება, ქართულ ენას დაცვა დღესაც სჭირდება. თანამედროვე გამოწვევა ენის ბარბარიზმებისაგან დაცვას გულისხმობს და ამ პრობლემის გადასაჭრელად ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.
სწორედ ამიტომ, 14 აპრილიდან, კინგსი კინგსელებთან ერთად გრანდიოზულ კამპანიას დაიწყებს და ქართული ენის დასაცავად დაირაზმება.
და რაც მთავარია, კინგსელები ქართული ენის ოლიმპიადაზე ნამდვილ პრიზთა ცვენაში მოყვებიან. ოლიმპიადის მონაწილეებს შეეძლებათ მოიპოვონ ქართული ანბანის მიხედვით დალაგებული 33 სახის ათასობით საოცნებო პრიზი. ადევნე თვალი ჩვენს ფეისბუქის გვერდს და გახდი უპრეცენდენტო მოვლენის მონაწილე.
რა? სად? როდის?
კინგსის ქართული ენის ოლიმპიადა გაიმართება საქართველოს 33 ქალაქში 6 მაისს.
როგორ ჩავერთო?
თუ ხარ II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI ან XII კლასის მოსწავლე დღესვე გაიარე უფასო ონლიან რეგისტრაცია და დაირაზმე ქართული ენის დასაცავად.
#6მაისი #ქართულიენისოლიმპიადა
#პრიზთაცვენა #დაირაზმე