დაირაზმე

2018 წლის 14 აპრილს, 40 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ქართველი ახალგაზრდობა და მთელი საზოგადოება დაუპირისპირდა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. სწორედ, მათი ძალისხმევის შედეგია, რომ დღეს ჩვენ ქართულად ვწერთ და ვსაუბრობთ.

 

ჩვენს ენას ეს საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა მას დაცვა სჭირდება ბარბარიზმებისგან, რომლებიც ქართულ ენას აბინძურებენ და მის თვითმყოფადობას საფრთხეს უქმნიან. ამ პრობლემის გადასაჭრელად და საფრთხის აღმოსაფხვრელად კი ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.

 

დედა ენის დღეს, 14 აპრილს, ქართული ენის ოლიმპიადის ფარგლებში, კინგსის გუნდი, კინგსელ მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, ცნობილ ადამიანებთან და სხვადსხვა ორგანიზაციასთან ერთად, გრანდიოზულ კამპანიას დაიწყებს და ქართული ენის დასაცავად დაირაზმება.
 

რაზმში წევრობისთვის საჭიროა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაგებინოთ ქართული და არაქართული სიტყვების არსებობის შესახებ.

 

მე ვიცავ, შენ იცავ, ჩვენ ვიცავთ ქართულ ენას ბარბარიზმებისგან!
 

თუ ხარ II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI ან XII კლასის მოსწავლე დაირაზმე დღესვე ქართული ენის დასაცავად-

მოდი ოლიმპიადაზე.

 

#მევიცავ #დაიცავი_ქართული_ენა_ბარბარიზმებისგან #6მაისი #ქართულიენისოლიმპიადა

#დაირაზმე