#მევიცავ

კინგსის გუნდი, კინგსელ მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, ცნობილ ადამიანებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, იწყებს გრანდიოზულ კამპანიას - "დაიცავი ქართული ენა ბარბარიზმებისგან", რომლის მიზანია ქართული ენის დაცვა და  მისი სიმდიდრის შენარჩუნება.

კამპანიის ფარგლებში კინგსი იწყებს მასშტაბურ FB აქციას სახელწოდებით "#მევიცავ".

აქციის ფარგლებში კინგსელებმა უნდა გადაიღონ ფოტო, რომელზეც წარმოგვიდგენენ ბარბარიზმს და მის ქართულ შესატყვისს.

 

აქციაში ჩართვის პირობები:

  • აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს II- XII კლასის ჩათვლით;
  • აქციაში ჩასართავად მონაწილე დარეგისტრირებული უნდა იყოს კინგსის 2018 წლის გაზაფხულის სეზონის ქართული ენის ოლიმპიადაზე;
  • აქციაში ჩასართავად მონაწილემ უნდა ატვირთოს ერთი ფოტო, რომელშიც კინგსელი წარმოგვიდგენს ბარბარიზმს და მის ქართულ შესატყვისს;

ნიმუში:     

კინგსის ბრენდირებულ მაისურს წარწერით "#მევიცავ"მიიღებს აქციის ყველა მონაწილე, რომელიც:

  • დააგროვებს 50 უნიკალურ PUBLIC SHARE-ს (50 სხვადასხვა ადამიანის საჯარო გაზიარებას)
  • რომლის ფოტოც  მოიპოვებს 100 LIKE-ს

 

აქციაში ჩასართავად ფოტოების მიღება დაიწყება 17 აპრილს 19:00 საათზე და შეწყდება 27 აპრილს 23:00 საათზე. აქცია  დასრულდება 3 მაისს 23:00 საათზე.

კინგსელის მიერ გაზიარებულ ფოტოს ავტომატურად გასდევს ჰეშთეგი #მევიცავ. სხვა მონაწილეების ფოტოების ნახვა შეგეძლებათ კინგსის FB  გვერდზე სპეციალურ ალბომში.

          კინგსის გუნდი ყველა მონაწილეს უსურვებს წარმატებას!