გაიარე პრე-ტესტირება ქართული ენის ოლიმპიადისთვის

კინგსის ქართული ენის ოლიმპიადის I ტური 6 მაისს ჩატარდება. იმისათვის, რომ შენ, როგორც კინგსელი ოლიმპიადას მეტად მომზადებული შეხვდე, ოლიმპიადის პრე–ტესტირებას გთავაზობთ, რომელიც ტესტების ნიმუშებისგან შედგება. ის ონლაინ სასწავლო პლატფორმაშია წარმოდგენილი და იქ მოხვედრას პირადი პროფილის საშუალებით შეძლებ.

 

პრე–ტესტირება შედგება 2 ურთიერთდაკავშირებული ეტაპისგან და იგი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება - ხუთშაბათს, 4 აპრილს და პარასკევს, 5 აპრილს. იმისათვის, რომ საოლიმპიადე ტესტის სტრუქტურასა და ნიმუშებს მაქსიმალურად კარგად გაეცნო, პრე–ტესტირების ორივე ეტაპი უნდა გაიარო.

 

  • პრე–ტესტირების I ეტაპი გაიხსნება - 4 აპრილს, ხუთშაბათს 18:00 საათზე; 

    პირველი ეტაპი მოიცავს გრამატიკას;

    მისი დასრულების შემდეგ, შენ გექნება შესაძლებლობა, მიღებული შედეგი მეგობრებს გაუზიარო.

     
  • პრე-ტესტირების II ეტაპი გაიხსნება – 5 აპრილს, პარასკევს 18:00 საათზე;

    მეორე ეტაპი მოიცავს ლექსიკას; 

    მისი დასრულების შემდეგ, შენ კვლავ შეძლებ შენი შედეგის გაზიარებას მეგობრებისთის.

 

თუ უკვე გაიარე უფასო ონლაინ რეგისტრაცია ქართული ენის ოლიმპიადაზე, შედი პირად პროფილში და დააწექი ღილაკს ,,ოლიმპიადის პრეტესტის დაწყება'' და დაიწყე მომზადება ოლიმპიადის ტესტების ნიმუშებით.

 

თუ ჯერ არ გაგივლია უფასო ონლაინ რეგისტრაცია ქართული ენის ოლიმპიადაზე, მაშინ დარეგისტრირდი, მოდი 6 მაისს, ოლიმპიადაზე და გამოსცადე შენი ცოდნა.

 

გისურვებთ წარმატებას!