ქართული ენის ოლიმპიადის პირველი აღდგენითი ტური 18 ნოემბერს ჩატარდება საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში.
აღდგენით ტურში მონაწილეობის მიიღება შეუძლია ყველა მოსწავლეს, რომელიც ვერ გამოცხადდა 11 ნოემბერს ქართული ენის ოლიმპიადის I ტურზე.
აღდგენითი ტურის ჩატარების განრიგი:
18 ნოემბერი, კვირა:
10:00 – II, III, V, VI, VII, VIII და IX კლასი
12:00 - IV, X და XI-XII კლასი
ოლიმპიადის ჩატარების ადგილები:
ბათუმი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, მის: ბათუმი, თამარ მეფის 60 (მახინჯაურის გზაზე)
ზუგდიდი - ქ. ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა. მის: გამსახურდიას N9
თბილისი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი. მის: კოსტავას N77
რუსთავი - ქ. რუსთავის N22 საჯარო სკოლა. მის: ქუთაისის ქ. N6
ქუთაისი - ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. მის: რუსთაველის N127
გისურვებთ წარმატებას!