საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივას გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი, კინგსი და კინგსელები მათემატიკის განსაკუთრებული ოლიმპიადით შეუერთდებიან.
2018 წლის მათემატიკის ოლიმპიადა ფინანასურ განათლებს ეძღვნება!
პირველად საქართველოში მათემატიკის ოლიმპიადის ფარგლებში ქართველი მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების ინტეგრირებული რესურსი შეიქმნა. ამ რესურსის დახმარებით მოსწავლეები შეძლებენ ივარჯიშონ როგორც მათემატიკაში, ისე ფინანსურ საკითხებში, აკეთონ ტესტები და გამოსცადონ საკუთარი თავი.
„ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდანვე უნდა იწყებოდეს და ჩვენც, პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ, ახალგაზრდებისთვის რაც შეიძლება ბევრი საინტერესო და ხელმისაწვდომი რესურსი შევქმნათ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ გერმანული შემნახველი ბანკების ფონდს და კინგსს, რომელთა ჩართულობითაც, ვფიქრობთ, ძალიან ბევრ მოსწავლეს მივაწვდენთ ხმას. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ აქტიურობისკენ და თითოეულ მონაწილეს
კობა გვენეტაძე – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
ფინანსური განათლების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ვისწავლოთ, თუ როგორ მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი კი მინდა-სა და მჭირდება-ს შორის არჩევანის გაკეთების უნარს მოითხოვს. ამიტომაც, სწორედ არჩევანის გაკეთებაზე მსჯელობით ვიწყებთ ფინანსური განათლებას ქართველ მოსწავლეებთან ერთად.
მაგალითი:
ნიკას შესვენებაზე წასახემსებლად 2 ლარი აქვს. მას თავისი ფულით შეუძლია შეიძინოს პიცა ან ღვეზელი. ნიკას უყვარს პიცა, მაგრამ მას ასევე ძალიან სწყურია, რადგან დილით თავისი წყლის ბოთლის შევსება დაავიწყდა. პიცა 2 ლარი ღირს, ღვეზელი - 1 ლარი, წყალი კი - 50 თეთრი. ნიკას რომელი გადაწყვეტილება იქნება უფრო გონივრული?
A. იყიდოს მხოლოდ პიცა
B. იყიდოს ღვეზელი და წყალი
მოცემულ მაგალითში ნიკა არჩევანის წინაშე დგას. მას უყვარს პიცა, თუმცა ამავდროულად მას სწყურია. ამიტომ, ნიკასთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება იყიდოს ღვეზელი და წყალი. ამ და სხვა მაგალითებსა და ტესტებზე ვარჯიში მოსწავლეებს www.lupi.ge-ზე შეეძლებათ.
დაგროვილი ცოდნის გადამოწმების მიზნით, მოსწავლეებს ფინანსური განათლების სავარჯიშოები 2 დეკემბერს მათემატიკის ოლიმპიადის ტესტის ბონუს დავალებებში შეხვდებათ.
მე ვიწყებ ფინანსურ განათლებას, შენ?