კინგსის ოლიმპიადების 2019 წლის გაზაფხულის სეზონი დაიწყო

კინგსის ოლიმპიადების 2019 წლის გაზაფხულის სეზონი 24 მარტს იხსნება ინგლისური ენის ოლიმპიადის I ტურით.

ტრადიციული საგნობრივი ოლიმპიადები ჩატარდება: ინგლისურ ენაში, ქართულ ენასა და მათემატიკაში.

ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა უფასოა!  რეგისტრაცია

 

2019 წლის გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა - სკოლის საოლიმპიადე შედეგების გაუმჯობესება საქართველოს მასშტაბით.

ამ მხრივ, კინგსი მნიშვნელოვან სიახლეს გთავაზობთ:

  • პირველ ტურზე მოსწავლე დაწერს კომპონენტებად დაყოფილ ტესტს;
  • მისი შედეგების შესაბამისად, შედგება მოსწავლეზე მორგებული ონლაინ ტესტი, იმ კატეგორიებიდან, რომლებშიც სასურველია მიიღოს დამატებითი ცოდნა;
  • ფინალური ტურის შემდეგ, მოსწავლე მიიღებს ინდივიდუალურ რეკომენდაციებს და ონლაინ ახსნა-განმარტებებს, ამოცანების ამოხსნის პრინციპების უკეთესად გასაგებად და წარმატებისკენ შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.

 

კინგსის მიზანია ქვეყანაში ცოდნის დონის ამაღლების ხელშეწყობა, რაც პიროვნების განვითარების და კეთილდღეობის ფუნდამენტია. ეს კი ყველაზე კარგად კინგსელებმა და კინგსის მეგობრებმა იციან.

 

ოლიმპიადების ჩატარების განრიგი:


ინგლისური ენა:
I ტური - 24 მარტი
II ტური- 7 აპრილი

ქართული ენა: 
I ტური - 14 აპრილი
II ტური- 12 მაისი

მათემატიკა: 
I ტური - 19 მაისი
II ტური- 2 ივნისი

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI-XII კლასის მოსწავლეებს.

დარეგისტრირდი ოლიმპიადის I უფასო ტურზე დღესვე!