ინსტრუქცია პედაგოგებისთვის


ის მოვლენებირომლებიც 2020 წლის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარეობს საკმაოდ არაპროგნოზირებადი და სავალალო შედეგის მომტანი აღმოჩნდა მრავალი ადამიანისათვის.

განათლების სფერო წელს უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგა. მასწავლებლები კი სწორედ ის ადამიანები აღმოჩნდენ, ვისაც, ფაქტობრივად,  „წინა ხაზებზემოუწიათ ბრძოლა ექიმებთან ერთად.
მასწავლებლები წელს იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებმაც უდიდესი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, რომ მოსწავლეებს მინიმალურად შეხებოდათ განათლების მიღების პრობლემები.

კინგსის გუნდს, გვინდა, რომ  უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ყველა პედაგოგს პანდემიის დროს დაუღალავი შრომისათვის, ყოველი იმ საათისათვის, რომელიც წელს მოსწავლეებთან ურთიერთობას დაუთმეთ.

 თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით იმაში, რომ ამ რთულ მდგომარეობას ბავშვები არა მხოლოდ გაუმკლავდნენ, არამედ შეძლეს, ახალი ცოდნაც მიეღოთ

თქვენ მიერ გაწეული შრომის, მცირედით მაინც, დასაფასებლად, კინგსის გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ სპეციალურად ამ სეზონისათვის აქტიური მასწავლებლებისა და კლასების წამახალისებელი დაფა შეგვექმნა

დაფაზე მოსახვედრად საჭიროა, კლასმა წერაზე ჯამურად მინიმუმ 1000 ქულა დააგროვოს. (ერთი მოსწავლის . თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა:  100).
 
ქულები დაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბავშვები პირად პროფილებში დაადასტურებენ ოლიმპიადების წერას

პედაგოგის და კლასის აქტიურობის შესახებ ინფორმაციის ნახვა შეეძლება ყველას, რაც, გვჯერა, რომ მოსწავლეთა და მასწავლებელთა მონდომებას მეტად სამაგალითოს გახდის


აღნიშნას საჭიროებს ფაქტი, რომ 150 ყველაზე აქტიურ სკოლასთან გვაქვს შეთანხმება, რომ ოლიმპიადები ჩავატაროთ. ესაა 150 საუკეთესო სკოლა საქართველოს მასშტაბით, რომლებიც ყოველთვის აქტიურად უბამენ მხარს სიახლეებს განათლების სფეროში და ცდილობენ, მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ არასაკლასო აქტივობებშიც


უდიდესი მადლობა გვინდა გითხრათ, ასევე, იმისთვის, რომ ღირსეულად წარმოადგენთ თქვენს სკოლას და დიდი სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი საოლიმპიადე ტესტები უკვე თქვენს სკოლაშია.
 
ტესტების გადანაწილების პროცესი უკვე დაიწყო და გთხოვთ, რომ მიაკითხოთ სასწავლო ნაწილს ან კათედრის გამგეს, რათა დროულად შეძლოთ კლასების საოლიმპიადო პროცესში ჩართვა.
პასუხების ფურცლის შევსების ინსტრუქცია:

გვიხარია, რომ ამ მხრივაც ხელს გვიწყობთ მოსწავლეთათვის განათლების მიცემის პროცესში და გისურვებთ უდიდეს წარმატებას თქვენს საქმიანობაში.
ოლიმპიადის ჩატარების დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღბად შეავსეთ ანკეტა: ანკეტის შევსება

წარმატება გვაერთიანებს !