გამოქვეყნდა 343 სკოლის მიღწევები კინგსის ოლიმპიადებში!

2017-2018 წლების კინგსის ოლიმპიადების მონაწილეთა შედეგები შეჯამდა, გაიგეთ თქვენი სკოლის მიღწევების შესახებ!

2017-2018 წლების კინგსის ოლიმპიადების მონაწილეთა შედეგების გაერთიანებით, შესაძლებლობა მოგვეცა, დაგვენახა,  ქვეყნის მასშტაბით, თითოეული სკოლის აქტივობისა და მოსწავლეთა წარმატების სრული სურათი. ვინაიდან, სწორედ სკოლა თამაშობს დიდ როლს მოსწავლეების აკადემიურ წარმატებაში, ვაქვეყნებთ 343 სკოლის მიღწევებს კინგსის ოლიმპიადებში

 

     იხილეთ სკოლის მიღწევები

 

ვერ იპოვე შენი სკოლა?

მაშინ: შეუერთდი 343-ს სკოლას, რომელმაც უკვე მიიღო გამოწვევა და მზადაა, გააუმჯობესოს თავისი შედეგები ოლიმპიადაზე. ამისთვის:კინგსის 6-წლიანი გამოცდილებით, ყოველწლიურად იზრდება ოლიმპიადაში ჩართული სკოლებისა და მოსწავლეების რიცხვი, ამიტომ 2019 წლის გაზაფხულის სეზონზე, ჩვენ მიზნად დავისახეთ, თითოეული მონაწილისა და სკოლის შედეგების გასაუმჯობესებლად, უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ და განათლების დონის ამაღლებას კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი.

  1. მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ ოლიმპიადის პირველ უფასო ტურში, რითაც იმოწმებენ საბაზისო დონეს 3 საგანში (ქართული ენა, ინგლისური ენა, მათემატიკა) და ეჩვევიან საოლიმპიადე გარემოს.
  2. კინგსი ყველა მონაწილეს, ფინალისთვის მოსამზადებლად, ინდივიდუალურ რეკომენდაციებს და ონლაინ ტესტს გადასცემს. პედაგოგები კი მიიღებენ მოსწავლეებისთვის ყველაზე რთული დავალებების სტატისტიკას.
  3. მომზადებული მოსწავლეები უკეთეს შედეგს აჩვენებენ ფინალურ ტურში და სკოლის შედეგებსაც გააუმჯობესებენ.
  4. სეზონის ბოლოს, გამოქვეყნდება სკოლების განახლებული მიღწევები, რაც დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე და მათ შედეგებზე.

ეს არის შესაძლებლობა სკოლებისთვის, მარტივად გააუმჯობესონ საკუთარი მიღწევები, რაც ნიშნავს, ოლიმპიადაში ჩართულ მეტ მოსწავლეს უკეთესი ქულებით.

კინგსის გუნდი ულოცავს თითოეულ სკოლას მიღწეულ შედეგებს!

ჩვენი საერთო მიზანია, ხელი შევუწყოთ განათლების განვითარებას საქართველოში!

დაუჭირე მხარი შენს სკოლას, გელოდებით ოლიმპიადაზე!

მოსწავლეები ოლიმპიადის I უფასო ტურზე უნდა დარეგისტრირდნენ აქ:

 

    რეგისტრაცია