შექმენი შენი წარმატების ისტორია კინგსთან ერთად.
აიღე სტარტი 24 მარტს ინგლისური ენის ოლიმპიადაზე, მიიღე წარმატების დამადასტურებელი მოწმობა და დაიწყე შენი განვითარების ისტორიის შექმნა.
2019 წლის გაზაფხულის სეზონზე კინგსის მთავარი გამოწვევაა, მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლების აქტიური ჩართულობით, გააუმჯობესოს ქვეყანაში განათლების დონე საოლიმპიადე შედეგებით.
დონის გაუმჯობესება კი პირდაპირ კავშირშია თითოეული მოსწავლის განვითარებასთან და წინსვლასთან.
სწორედ ამიტომ, კინგსის მიზანია, დაეხმაროს ოლიმპიადის მონაწილეებს ტურიდან-ტურამდე თავიანთი შედეგების გაუმჯობესებაში. რის შესაძლებლობასაც მოგვცემს:
✔ტესტის თითოეულ დავალებაში მონაწილის მიერ დაფიქსირებული სწორი და არასწორი პასუხების ანალიზი;
✔ ანალიზის შედეგად მონაწილის მიერ საგნის ცოდნის დონისა და კონკრეტული უნარ-ჩვევების შეფასება;
✔ შეფასების შედეგად, თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურად შექმნილი ონლაინ მოსამზადებელი მასალა.
კონკრეტული დირექტივები და თითოეული მონაწილის ცოდნაზე მორგებული მოსამზადებელი ტესტი არის გარანტი იმისა, რომ მოსწავლეები იმუშავებენ დაშვებულ შეცდომებზე, საფუძვლიანად მოემზადებიან ოლიმპიადის ფინალური ეტაპისთვის და გააუმჯობესებენ დაფიქსირებულ შედეგს.
ამ პროექტის ფარგლებში, 24 მარტს, კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადის მონაწილე კინგსელებს ჩატარების დღეს გადაეცემათ ,,წარმატების დამადასტურებელი მოწმობა“. რაც არის დამადასტურებელი იმისა, რომ ეს კინგსელები ჩართულები არიან კინგსის მთავარ გამოწვევაში და საკუთარი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განათლების დონის გაზრდაში.
ინგლისური ენის ოლიმპიადის I ტურში მონაწილეობა უფასოა- რეგისტრაცია