კინგსის ლომის ტურნე მთელი საქართველოს მასშტაბით იწყება!
კინგსის ლომი საქართველოს სხვადსხვა ქალაქში მოგზაურობას იწყებს, მას დიდი სურვილი აქვს პირადად მოინახულოს სკოლები, შეხვდეს წარმატებულ კინგსლებს, ითამაშოს და იხალისოს მათთან ერთად.
საქართველოში 2200-მდე სკოლა და 584 000 სკოლის მოსწავლეა. რა თქმა უნდა, ყველა მათგანის მონახულება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, კინგსის ლომი იწყებს იმ სკოლების შერჩევას, რომელსაც პირადად ეწვევა.
როგორ შეარჩევს ჩვენი ლომი სკოლებს?!
- ალბათ, ყველა კინგსელმა იცის, რომ 14 აპრილი დედაენის დღეა. ამ დღეს კინგსის ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტურიც ტარდება.
- კინგსის ლომი ეძებს იმ სკოლებს და ისეთ კინგსელებს, რომელთათვისაც ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ქართული ენის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. 41 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ქართული ახალგაზრდობა და მთელი საზოგადოება დაუპირისპირდა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარდავდა. ჩვენს ენას ეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მას დაცვა სჭირდება. საჭიროა, ვიმეტყველოთ და ვწეროთ სწორად, არ გამოვიყენოთ ბარბარიზმები, ვიკითხოთ ბევრი წიგნი და რაც მთავარია, გამოვიდეთ ქართული ენის ოლიმპიადაზე, რაც ქართული ენის პოპულარიზაციის ერთ-ერთი ფაქტორია.
- კინგსის ლომი ეძებს იმ სკოლებს, რომლებიც იცავენ ქართულ ენას!
- ქართული ენის დასაცავად დიდი რაოდენობით მოსწავლეების ჩართულობაა საჭირო. სწორედ ამიტომ, იმ სკოლებს, რომელთაგან კლასის მოსწავლეთა ნახევარი მაინც მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადაში, ლომი აუცილებლად ესტუმრება.
ოლიმპიადის I ტურში მონაწილეობა უფასოა!