ფინანსური განათლება

კინგსელებო, ჩვენ ვაგრძელებთ მომზადებას მათემატიკის ოლიმპიადის I ტურისთვის.


შეგახსენებთ, კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტებში
ფინანსური განათლების საკითხები ბონუს დავალების სახით შეგხვდებათ.


იმისათვის, რომ ოლიმპიადაზე მოიპოვოთ ,,ბონუს ქულები“, თვალი ადევნეთ ჩვენს FB
გვერდსა და WEB გვერდს, სადაც შემოგთავაზებთ ამოცანებს ფინანსური განათლების
ელემენტებით.


ფინანსური განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია შემოსავლისა და ხარჯების
დაგეგმვა. იმისათვის, რომ უკეთესად განვკარგოთ საკუთარი ფული, უნდა განვსაზღვროთ, რა არის ჩვენი შემოსავალი და რაში ვხარჯავთ მას.
წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ამოცანა და დააფიქსირეთ თქვენი პასუხი.

 

დათუნა წიგნების მაღაზიაში კვირაში 5 დღე მუშაობს. ის დღეში 8 ლარს გამოიმუშავებს. დათუნას მიზანია 200 ლარიანი პლანშეტისთვის თანხის შეგროვება. აუცილებელ ხარჯებზე დათუნა კვირაში 20 ლარს ხარჯავს. სულ მცირე, რამდენ კვირაში მიაღწევს დათუნა თავის მიზანს?
1) 5 კვირაში
2) 8 კვირაში
3) 10 კვირაში
4) 12 კვირაში

 

საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia
#Savings_Banks_Foundation_for_International_Cooperation(SBFIC) #ფინანსური_განათლება.