„გრიმოს 12“ ერთ-ერთი მოწინავე საკვირაო
სკოლაა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებს შეუძლიათ
საინტერესო კურსების
გავლა, საუკეთესო
ლექტორთა მხარდაჭერით.
საკვირაო სკოლას
ისეთი ლექტორები
ჰყავს, როგორებიც
არიან: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, გიორგი კეკელიძე,
დუტა სხირტლაძე,
გიორგი ბაქრაძე, თათია დოლიძე,
დათო გორგილაძე, ზაალ ჩხეიძე, ბექა ადამაშვილი, მაია
ცირამუა, ნიკოლოზ
აგლაძე და
სხვა წარმატებული, გამოჩენილი ქართველები.
„კინგსი“ და
„გრიმოს 12“ იწყებენ
საერთო პროექტს,
რომლის ფარგლებშიც, ექსკლუზიურად კინგსელებისთვის, თბილისში, დაიგეგმება კურსი,
საუკეთესო, ყველაზე
გამორჩეული თემებით
- ლიტერატურა, ზოგადი ინტელექტი, ზოგადი
ფსიქოლოგია. „კინგსის“ ოლიმპიადების მონაწილეები, საუკეთესო პირობებითა და შეთავაზებებით ისარგებლებენ.
კურსის ფარგლებში,
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ დამოუკიდებლად და
კრიტიკულად აზროვნების უნარები, აიმაღლონ ზოგადი
განათლების დონე
და მიიღონ
გამოცდილება, რომელიც
მთელი ცხოვრების
განმავლობაში დაეხმარება მათ კარიერულსა თუ სოციალურ
ზრდაში.
გვჯერა, რომ „გრიმოს 12“-ის თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცე ერთ-ერთი საუკეთესო საკვირაო სკოლაა მოსწავლის მრავალმხრივი განვითარებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.
იჩქარეთ და
გაითვალისწინეთ, რომ
ადგილები შეზღუდულია.