შენ შეგიძლია იყო ექსპერტი!

‘კინგსი’ ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს ჩვენი ოლიმპიადების მონაწილეების განვითარებას, როგორც უკვე მრავალჯერ განვაცხადეთ, ‘კინგსელობა’ არის სტატუსი, რომლის ტარებაც, მაღალ პრესტიჟთან ასოცირდება ქართული განათლების სფეროში.

ჩვენ გადავწყვიტეთ ‘კინგსელობა’, ასე ვთქვათ, ეტაპებად დავყოთ, რათა როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მონაწილეებს, ისე ჩვენი ოჯახის ახალი წევრებს, შანსი ჰქონდეთ, თამამად თქვან, რომ წვლილი შეაქვთ განათლებისა და საკუთარი თავების განვითარებაში.

·         დამწყები მონაწილეები,  რომლებსაც ჩვენი 1 დიპლომი/სერტიფიკატი ექნებათ ‘კინგსელის’ სტატუსს მიიღებენ;

·         კინგსელები, რომლებიც 3 დიპლომს/სერტიფიკატს დააგროვებენ - ‘სუპერ კინგსელები’ გახდებიან;

·         6 დიპლომის/სერტიფიკატის შემთხვევაში, შენ ‘პროფესიონალი კინგსელი’ გახდები;

·         ხოლო თუ შეძლებ და კინგსის 9 დიპლომს/სერტიფიკატს დააგროვებ - ნამდვილი  ‘ექსპერტი კინგსელი’ იქნები.

 

თითოეული წოდება გამოგარჩევს და გაძლევს ყველაზე წარმატებული მოსწავლის სტატუსს, ხოლო რაც უფრო მაღალი წოდება გაქვს, მით უფრო მეტი ქულის მიღების შანსი გიჩნდება - მეტი ქულა კი, მეტ საჩუქარს ნიშნავს.

უკვე გაქვს ‘კინგსის’ რამდენიმე დიპლომი/სერტიფიკატი? მაშინ კიდევ ერთხელ გამოდი ოლიმპიადაზე, დაამტკიცე შენი ცოდნა, წვლილი შეიტანე განათლების სისტემის განვითარებაში და მიიღე ახალი დიპლომი - ახალი სუპერ სტატუსით!

ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტური - 20 ოქტომბერი;

ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტური - 10 ნოემბერი;

მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტური - 1-ლი დეკემბერი;

 ოლიმპიადაზე რეგისტრაცია

უამრავ წარმატებას გისურვებთ, ერთად, ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა შეგვიძლია!

პატივისცემით,

‘კიგნსის’ გუნდი.