მთავარი ოლიმპიადა დაიწყო!

2019 წლის შემოდგომის სეზონისთვის, ‘კინგსი’ განსაკუთრებულად მოემზადა. ჩვენ ყველა წინა გამოცდილება ავიღეთ, შედეგები შევაჯამეთ, გავაანაზილეთ და გადავწვყიტეთ, ძალიან ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ‘კინგსის’ ოლიმპიადებზე მონაწილეობის მიღება, ყველანაირად წამახალისებელია მოსწავლეებისათვის!

ახალ სეზონს, უამრავი სიახლით ვხვდებით:

·         განახლებული მოდელი - რომელიც კატეგორიების მიხედვით აფასებს მონაწილეების ცოდნას და რეკომენდაციებს აძლევს მათ, თუ როგორ შეუძლიათ შედეგების გაუმჯობესება და რა მხირვ სჭირდებათ მუშაობის გაძლიერება;

·         წელსაც, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, საოლიმპიადე შედეგების გაუმჯობესება რჩება - ამისათვის, ‘კინგსმა’ შექმნა სპეციალური სისტემა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებს წინასწარ შევთავაზებთ ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ ტესტებს, გამარტივებული მეთოდით, რათა თითოეულ თქვენგას ჰქონდეს წარმოუდგენლად დიდი შედეგის დაფიქსირებისა და საუკეთესო საჩუქრების მიღების შესაძლებლობა!

·         კინგსელებისთვის უკვე შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, რომელიც წლების განმავლობაში დაეხმარება მათ განვითარებაში - თითოეულ მონაწილეს ექნება ქულების დაგროვებისა და სუპერ საჩუქრებში გადაცვლის საშუალება, ხოლო გრძელვადიან პერიოდში, ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და გაცვლითი პროგრამების გრანტების მიღების საშუალება!

·         რა თქმა უნდა, ახალ სეზონს განახლებული საპრიზო ბაზით ვხვდებით, წელს, კინგსელებს კიდევ უფრო მეტი საჩუქარი ელით!

·         ვინაიდან ჩვენი ახალი სეზონი, სუპერ თაობას ეძღვნება, ჩვენ მონაწილეებს მივანიჭებთ სპეციალურ წოდებებს, ხოლო გამოცდილი კინგსელები, თავიანთი ცოდნის კიდევ ერთხელ დადასტურებით მიიღებენ განსაკუთრებულ სტატუსებსა და შეთავაზებებს. დეტალური ინფორმაციისთვის იხელეთ სტატია

‘კინგსის’ გუნდი მზადაა, თქვენთან ერთად შეცვალოს და გააუმჯობესოს განათლების სისტემა!


ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტური - 20 ოქტომბერი;

ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტური - 10 ნოემბერი;

მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტური - 1-ლი დეკემბერი;


 ოლიმპიადაზე რეგისტრაცია


უამრავ წარმატებას გისურვებთ!