სუპერ თაობის სეზონი გამოირჩევა პრიზების რაოდენობითა და მასშტაბებით!
ინგლისური ენის ოლიმპიადის I-მა ტურმა, საქართველოს მასშტაბით, წარმატებულად ჩაიარა და ყველა მონაწილეს უკვე გაეგზავნა სპეციალური კოდები, რათა მათი კუთვნილი ელექტრონული წიგნები მიიღონ 'საბასგან' საჩუქრად.
კიდევ უფრო მეტი და საინტერესო წიგნი ელით ოლიმპიადის ფინალის მონაწილეებს, ასევე, მეორე ტურის ყველა მონაწილეს, საჩუქრად გადაეცემა 'კინგსისა' და 'თიბისის' #1 ბარათი, რომელიც უამრავ აქციასა და ფასდაკლებას მოიცავს.
საკლასო კატეგორიების გამარჯვებულებს, წელს განსაკუთრებული პრიზები ელით - მაგთის 6 თვიანი სრული პაკეტი, რომელიც ინტერნეტს, ტელევიზიასა და სატელეფონო მომსახურებას მოიცავს, და, რაც მთავარია სტიპენდია!
ინგლისური ენის ოლიმპიადის გამარჯვებული, ყველაზე მაღალი ქულის მქონე, მოსწავლეები სტიპენდიატიები გახდებიან!
ამასთან ერთად, სიამაყით ვაცხადებთ, რომ წელს პირველად, ოლიმპიადების ისტორიაში, 'კინგსის' ინგლისური ენის ოლიმპიადა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერაა ვერიფიცირებული და ფინალის თითოეული მონაწილე საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს მიიღებს!
ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალი 24 ნოემბერს გაიმართება, წარმატებას გისურვებთ!