რა სერტიფიკატს მიიღებენ მათემატიკის პედაგოგები?

'კინგსის' მთავარი მიზანია ქვეყანაში განათლების დონის გაზრდა და ამისათვის, ვცდილობთ მოტივაცია ავუმაღლოთ, როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს.

2019 წლის შემოდგომის სეზონიდან, მასწავლებლებსაც მიეცათ შესაძლებლობა დარეგისტრირებულნიყვნენ ჩვენს ვებ-გვერდზე, დაერეგისტრირებინათ თავიანთი მოსწავლეები და თვალი ედევნებინათ მათი მიღწევებისთვის! 

წელსაც, ისევე როგორც შარშან, მოსწავლეების შედეგებიდან  გამომდინარე, პედაგოგები მიიღებენ ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს სერტიფიკატებს.

ამისათვის, საჭიროა თავად დაარეგისტრირონ ან მოსწავლეებმა რეგისტრაციისას მიუთითონ პედაგოგის სახელები და გვარები, რის შემდეგაც, მოსწავლეების ჯამური ქულების მიხედვით გადანაწილდება სერტიფიკატის ხარისხები.

მაგალითად, თუ პედაგოგის მოსწავლეები დააგროვებენ ჯამში 601 ქულას (ჯამური 100 ქულებით), პედაგოგი მიიღებს ბრინჯაოს სერტიფიკატს, 801 ქულის შემთხვევაში, მას ვერცხლის, ხოლო 1001 ქულის შემთხვევაში ოქროს სერტიფიკატი გადაეცემა! 

პედაგოგებო, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, რათა ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდეთ და ჩაგრთოთ პროექტში! 

მათემატიკის ოლიმპიადის I ტური 1-ელ დეკემბერს გაიმართება,

რეგისტრაცია