მათემატიკის ოლიმპიადა არ ჩამოუვარდება ქართულსა და ინგლისურ ენებს პრიზების რაოდენობით!
ოლიმპიადის 10 გამარჯვებული, პირველ ადგილზე გასული მოსწავლე სტიპენდიატი გახდება, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები კი 'მაგთისგან' და 'ასტრა პარკისგან' დასაჩუქრებდიან!
ასევე, პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული მონაწილეები ყველა საკლასო კატეგორიიდან, უსასყიდლოდ მიიღებენ 'კინგსის' რჩეულთა ბანაკში მონაწილეობას!
ოლიმპიადის ფინალის თითოეული მონაწილე მიიღებს 'თიბისისა' და 'კინგსის' #1 ბარათს (რომლის აღებაც მონაწილეებს ოლიმპიადის ფინალის შემდეგ, 'თიბისის' ნებისმიერ ფილიალში შეეძლებათ, სტანდარტული დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე - დაბადების ან/და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ცნობა მეურვეობის/მინდობილობის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე ბანკის ფილიალში მშობლის გარეშე მივა, სხვა პირთან ერთად).
ამასთან ერთად, ოლიმპიადის, როგორც პირველი ტურის, ასევე ფინალის მონაწილეები მიიღებენ 'საბას' ელექტრონულ წიგნებს (წიგნების მისაღებად მონაწილეებს მობილური ტელეფონის ნომერზე, ოლიმპიადების შემდეგ გაეგზავნებათ სპეციალური კოდები და ინსტრუქცია) საჩუქრად!
მათემატიკის ოლიმპიადის I ტური 1-ელ დეკემბერს გაიმართება!