კინგსი და ორიენტ ლოჯიკი

"კინგსი" და კომპანია "ორიენტ ლოჯიკი" დამეგობრდნენ.

რამდენიმე დღის წინ ორიენტ ლოჯიკსა და კინგსი საქართველო-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ორიენტ ლოჯიკი საგანმანათლებლო პროცესებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. კომპანიამ სპეციალურად კინგსის ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის სტიპენდიები დააწესა.

ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ გამარჯვებული კინგსელების წახალისებას, კინგსის ოლიმპიადები ერთადერთია საქართველოში, რომლის გამარჯვებულებიც სტიპენდიატები ხდებიან.