2019 წლის დაჯილდოების ცერემონია განსაკუთრებული იყო. წელს პირველად, კინგსი გახდა ამერიკული კომპანია Supergenia-ს პარტნიორი. Supergenia არის მსოფლიო პლატფორმა ნიჭიერი ბავშვებისათვის.
კომპანიის ხელმძღვანელმა ნათია ვერულაშვილმა პირადად გადასცა ორ წარმატებულ კინგსელს განსაკუთრებული პრიზი - ერთკვირიანი ტური ამერიკაში, სილიკონის ველზე.
სილიკონის ველი Facebook-ის და Google-ის სამშობლოა, ადგილი, სადაც დაიბადნენ ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიები. Supergenia-ც სწორედ კალიფორნიაში, სილიკონის ველზე მდებარეობს.
წელს ირაკლი და გიორგი გახდნენ სუპერგენიას რჩეულები, დარეგისტრირდი ჩვენს ოლიმპიადებზე და იყავი შემდეგი!