სუპერ თაობის სეზონზე კინგსის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ერთგვარი გამოწვევაა თქვენი დახმარებით გააუმჯობესოს განათლ
საოლიმპიადე ტესტები დაყოფილი იყო რამდენიმე კომპონენტად, რისი დახმარებითაც საშუალება მოგვეცა გაგვეანალიზებინა თუ რომელ კომპონენტშია უფრო ძლიერი ესა თუ ის მოსწავლე და რომელში შედარებით სუსტი
გთავაზობთ ოლიმპიადაზე გამოყენებულ ტესტებს კლასების მიხედვით:
საოლიმპიადე შედეგების გაუმჯობესების მიზნით, შევქმენით ტესტების სტატისტიკური ანალიზი, რითაც განვსაზღვრეთ თითოეული საკითხის სისრთულის პროცენტულობა. რაც უფრო მაღალია პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო მეტად გაუჭირდათ ოლიმპიადის მონაწილეებს მითითებული საკითხის დაძლევა.
იხილეთ ამოცანების სირთულის სტატისტიკა, თუ რამდენად რთული იყო მოსწავლეთათვის თითოეული სავარჯიშო და რამდენმა დაძლია ის წარმატებით:
ტესტის სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით თითოეული მონაწილისთვის შეიქმნა მასზე ინდივიდუალურად მორგებული ონლაინ მოსამზადებელი მასალა, რომელიც დაეხმარება მათ ფინალურ ტურზე შედეგის გაუმჯობესებაში.
თუ ხარ მათემატიკის ოლიმპიადის მონაწილე, ეწვიე შენს პირად პროფილს, შედეგების გვერდიდან იხილე ანალიზი და შეასრულე მოსამზადებელი ტესტი, რათა ფინალურ ტურზე მოხვიდე მომზადებული!
მათემატიკის ოლიმპიადის ფინალი 15 დეკემბერს გაიმართება,
გისურვებთ წარმატებას!