ინტელექტის ოლიმპიადა, თამამად შეგვვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველაზე ინოვაციურია საქართველოს საოლიმპიადე
საგნებს შორის.
ინტელექტუალური ტესტის მიზანია შეაფასოს მოსწავლის ინტელექტი და აზროვნების დონე.
ინტელექტის ოლიმპიადის ფინალის მონაწილეებს განსაკუთრებული დიპლომები გადაეცემათ, რომელიც პროცენტულად შეაფასებს მათი ინტელექტის დონეს და 7 კომპონენტიდან გამოყოფს მათ, რომელშიც მოსწავლე ყველაზე ძლიერია 😊
ტესტში შესული იქნება შემდეგი კომპონენტები:
·
ვერბალური ინტელექტი
·
სივრცითი მიმართებების
გააზრების უნარი
·
ვიზუალური/ აღქმის უნარი
·
კლასიფიკაციის უნარები
·
ლოგიკური მსჯელობის უნარები
·
ნიმუშის ამოცნობის უნარი
·
ზოგადი განათლება
*თითოეული კომპონენტის თითოეული კითხვა
იქნება კონკრეტული ასაკისა და კლასის შესაბამისი
ვერბალური ინტელექტი:
ვერბალური ინტელექტის სფერო მოიცავს:
·
ანდაზების გააზრებას;
·
ანალოგიებს;
·
სიტყვათა კლასიფიკაციას:
სვეტებიდან სიტყვების დაკავშირება;
·
ვერბალური ფაზლებს
სივრცითი მიმართებები
სივრცითი მიმართებების გააზრების უნარის ტესტი მოიცავს:
·
ობიექტთა ერთობლიობას
(დანაწევრებული ობიექტებით ერთი მთელის წარმოსახვა);
·
სურათის აწყობა;
·
სურათის გააზრება;
·
სურათის შევსება/დასრულება;
·
ციფრული სიმბოლოები
ვიზუალური/ აღქმის უნარი
ვიზუალური უნარის ტესტი მოიცავს:
·
ერთმანეთთან დაკავშირებული
დანაწევრებული ნაწილების შეკვრა;
·
გროვიდან მსგავსის შერჩევა;
·
ზედმეტის ამოცნობა.
კლასიფიკაციის უნარები
კლასიფიკაციის უნარის მეშვეობით ადამიანი არჩევს და ახარისხებს მსგავს
საგნებს.
ამით მოწმდება, რამდენად შეუძლია ადამიანს გაიაზროს საგნებს შორის
ურთიერთკავშირი. აღნიშნული უნარი გეხმარება მთელი დაყო ნაწილებად და ნაწილები
წარმოადგინო ერთ მთლიანობად.
ლოგიკური მსჯელობის უნარები
ლოგიკური აზროვნება არის უნარი, როცა ადამიანს შეუძლია შეთავაზებული
ინფორმაციიდან გააკეთოს სათანადო დასკვნა. ძლიერი ლოგიკური მსჯელობით
ნებისმიერი თავსატეხის ამოხსნაა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია მიზეზ-შედეგობრივი
კავშირის დადგენა და გაგება. ლოგიკური უნარების მქონე ადამიანები განსხვავებულად
აზროვნებენ, ეს უნარი მნიშვნელოვანია ყოველდღიურობაში.
ნიმუშის ამოცნობის უნარი
ნიმუშის (Pattern) ამოცნობის უნარი მნიშვნელოვანია, რათა ადამიანმა დაინახოს
წესრიგი
ქაოსურ გარემოში. ნიმუში შესაძლოა აღმოჩნდეს იდეაში, სიტყვაში, სიმბოლოსა
და
გამოსახულებაში.
დაწერე ტესტი და გამოიანგარიშე
შენი ინტელექტის კოეფიციენტი.
ინტელექტის ოლიმპიადის
გრანდიოზული ფინალი 22 დეკემბერს გაიმართება, არ დაგავიწყდეთ ადგილის დაჯავშნა პირადი პროფილიდან. წარმატებას გისურვებთ!