საერთაშორისო ოლიმპიადა

კინგსის საერთაშორისო ოლიმპიადა ახლოვდება. არ გამოაკლდე 23 ივნისს და გაემგზავრე ევროპაში კინგსის სრული დაფინანსებით. 
თუ გსურს, გახდე კინგსის საერთაშორისო ოლიმპიადის ნაკრების წევრი და გაემგზავრო ევროპაში დარეგისტრირდი ბმულზე: ბმული

დამატებითი ინფორმაციისათვის მოითხოვე ზარი: ბმული


Მოდი, მოგიყვები, რა ხდება როცა საერთაშორისო ოლიმპიადის ნაკრების წევრი ხდები.

2023 წლის საერთაშორისო ოლიმპიადის შემოდგომის სეზონის გამარჯვებული მე-2-დან მე-8 კლასის ჩათვლით მოსწავლეთაგან შემდგარი ნაკრები 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაფრინდა ევროპაში -  ქალაქ ვილნიუსში, შეეჯიბრა ლიეტუველ მოსწავლეებს თავის საკლასო კატეგორიაში და საქართველოში 7 ოქროს მედლითა და გამარჯვებული ქვეყნის სტატუსით დაბრუნდა.


3 დღიანი მოგზაურობა, რა თქმა უნდა, არ მოიცავდა მხოლოდ კონკურსს, შესაძლებლობა გვქონდა, მოგვენახულებინა ვილნიუსის მნიშვნელოვანი და საინტერესო ლოკაციები, როგორებიცაა ძველი ქალაქი ლამაზი არქიტექტურით,  უჟუპისის რესპუბლიკა, ქალაქი ქალაქში, რომელმაც თავი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა ჯერ კიდევ 1998 წელს და მას შემდეგ ესაა ადგილი, რომელსაც ყველა ტურისტი დიდი სიამოვნებით სტუმრობს, აქვს საკუთარი დროშა და წესდება, რომლითაც უზომოდ მოიხიბლნენ კინგსლები.

 

ვეწვიეთ, ქალაქ ტრაქაის და მისი უძვლს ციხესიმაგრეს, რომელიც დღესდღეობით მუზეუმად არის გადაკეთებული, ვნახეთ გამოფენა და მრავალი საინტერესო ძველი ნივთი, რომლებიც ეძღვნება ქალაქ ტრაკაის ისტორიას, მისი ციხესიმაგრეებს და იმ სხვადასხვა წარმომავლობის ხალხს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ჰარმონიულად თანაცხოვრობდნენ ერთად.


მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად გავატარეთ საინტერესო და სასიამოვნო დღეები, რამაც კიდევ უფრო გაამდიდრა ჩვენი მოგზაურობა.  


26-დან 29 მაისის ჩათვლით დღეები, დაუვიწყარი და სახალისო აღმოჩნდა თითოეული მონაწილისთვის: პირველი მგზავრობა თვითმფრინავით, ახალი კულტურის აღმოჩენა, ძველი ციხესიმაგრეები და ტბისპირა ლამაზი ქალაქი თრაქაი საინტერესო ისტორიებით, ახალი მეგობრები და თავგადასავლები, სხვა რაკურსით დანახული საკუთარი თავი, ფილმების საღამოები, ბევრი სიცილი, ფეხით სეირნობით სასიამოვნო გადაღლა, ბლიც ინტერვიუები, ტიკტოკის დაპყრობილი ტრენდები და მოწყენილი სახეები წამოსვლისას. 


ამ ოლიმპიადამ არა მხოლოდ აკადემიური წარმატებები მოუტანა საქართველოს ნაკრებს, არამედ დაუვიწყარი ოთხი დღე აჩუქა კინგსელებს და ჩვენც მათთან ერთად თავით გადავეშვით ამ საინტრესო და სიხარულით სავსე მოგზაურეობაში. 



შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიადა არის პროექტი, რომელიც ტარდება ყველაზე წარმატებული მე-2 კლასიდან მე-8 კლასის ჩათვლით კინგსელებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით, ორ საგანში მათემატიკასა და ინგლისურ ენაში.


პროექტის პირველი ორი შესარჩევი ტური ტარდება საქართველოში, რომლის შემდეგ თითო საკლასო კატეგორიიდან ვლინდება თითო გამარჯვებული ორივე საგანში და იკრიბება 14 მოსწავლისაგან შემდგარი საქართველოს ნაკრები. 


პირველი შესაჩევი ტური ჩატარდება 23 ივნისს ონლაინ რეჟიმში, საიდანაც თითო საკლასო კატეგორიიდან მინიმუმ 20 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გადავა მეორე ტურში. მეორე ტური კი, რომელიც უფასოა გაიმართება 22 სექტემბერს ფიზიკურ სივრცეში და მოსწავლეები იასპარეზებენ საქართველოს ნაკრებში მოსახვედრად. მხოლოდ მეორე შესარჩევი ტურის შემდეგ გამოვლინდება ყველა საკლასო კატეგორიიდან თითო გამარჯვებული მოსწავლე და კინგსის სრული დაფინანსებით გაემგზავრება ვილნიუსში, შეეჯიბრება ლიეტუველ კინგსელებს და იბრძოლებს გამარჯვებული ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.


28 ივნისამდე მიმდინარეობს სააპელაციო პროცესი, რეიტინგული სია გამოქვეყნდება 3 ივლისს.


საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

11:00 საათი - ინგლისური ენა

13:00 საათი - მათემატიკა


თუ გსურს, გახდე კინგსის საერთაშორისო ოლიმპიადის ნაკრების წევრი და გაემგზავრო ევროპაში დარეგისტრირდი ბმულზე: https://kings.ge/student/international



უფრო დეტალური ინფორმაცია ტესტის წერასთან დაკავშირებით განახლებად ფორმატში დაიდება ჩვენს საიტზე და გამოგეგზავნებათ ტექსტური შეტყობინებების სახით. თვალყური ადვენეთ ინფორმაციას.


გისურვებთ წარმატებას!