მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ციფრული ინდუსტრიის სამყაროში
ვცხოვრობთ, რის გამოც, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის მიმართ, მეტ-ნაკლებად მომზადებულები
ვიყავით!
აქამდე, მონაწილეებს დისტანციურად შეეძლოთ ოლიმპიადისთვის
მომზადება, პრეტესტების შესრულება, განვლილი მასალის გამეორება და არსებული ცოდნის
გამტკიცება.
დღეიდან, კინგსელებს, ამ ყველაფერთან ერთად, ოლიმპიადის
პირველი ტურის შესრულებაც შეუძლიათ ონლაინ სივრცეში!
შეიცვლება თუ არა რამე?
გარდა იმისა, რომ მოსწავლეს სახლიდან გამოსვლა არ მოუწევს
- არაფერი,
უწინდებურად, კინგსელები მიიღებენ თავიანთი შესრულებული
ტესტის დეტალურ, კომპონენტებად ჩაშლილ ანალიზს, შეცდომებზე მუშაობისა და ფინალისთვის
მოსამზადებელ ტესტებს.
თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook და ვებ-გვერდებს,
დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
ოლიმპიადაზე რეგისტრაცია