საგანმანათლებლო შეთავაზება კინგსელს

კითხვის კლუბი

კითხვის კლუბი არის კინგსის ახალი პროექტი, სადაც გაერთიანებული არიან კინგსელები მთელი საქართველოს მასშტაბით. კითხვის კლუბი ეხმარება მოსწავლეებს, ადრეული ასაკიდან გაიგონ წიგნის კითხვით მიღებული სარგებლის შესახებ. ეხმარება მათ განუვითაროს ანალიტიკური, მსჯელობის, დამოუკიდებლობისა და გუნდურობის უნარები. 

კითხვის კლუბში არის 2 მიმართულება: 

  • მხატვრული ლიტერატურა ქართულ ენაზე და 

  • მხატვრული ლიტერატურა ინგლისურ ენაზე. 

მოსწავლეს შეუძლია გააკეთოს არჩევანი ერთ-ერთზე ან ორივეზე. 

ამ ეტაპზე, საკლასო კატეგორიის მიხედვით, კურსისთვის განკუთვნილი წიგნებია:

ინგლისურენოვანი საკითხავი:

  1. Peter Pan (A1), კლასი: III-IV

  2. The Adventure of Tom Sawyer (A2), კლასი: V-VI

  3. Jane Eyre (B1), კლასი: VII-VIII-IX

ქართულენოვანი საკითხავი:

  1. ჰიუ ლოფტინგი -„ექიმ დულიტლის თავგადასავალი“, კლასი: III-IV

  2. თამარ გეგეშიძე -„სული ჩიტი“, კლასი: V-VI

  3. სარა შვარტიშენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“,  VII-VIII-IX

შეხვედრები ტარდება: კვირაში ერთხელ, 1 საათიანი ხანგრძლივობით. თვეში 4 შეხვედრა. 

შეხვედრის დროს მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად კითხულობენ და განიხილავენ წიგნს. შემდეგ შეხვედრაზე კი არჩევენ სახლში მიცემულ საკითხავსაც. 

წიგნი რომელსაც კითხულობენ მოსწავლეები, ბეჭდური სახით გაეგზავნებათ სახლში. 

პროგრამა დაყოფილია 1 თვიან დამოუკიდებელ მოდულებად. 

1 თვის საფასური არის 65 ლარი.  დაფინანსებით 45 ლარი. ამ თანხაში შედის წიგნის ღირებულებაც.

კურსზე სარეგისტრაციოდ შეავსეთ: დააჭირეთ აქ

კინგსის აკადემია

მათემატიკური ლოგიკა, ინგლისური ენა -  გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ. ხანგრძლივობა 1 საათი.
მათემატიკური ლოგიკა - პროგრამის მიზანია მოსწავლეს სრულყოფილად დააძლევინოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკითხები და ასწავლოს იმაზე მეტი, ვიდრე გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით. მათემატიკურ საკითხებთან ერთად მეცადინეობენ ლოგიკურ ამოცანებზე. სწავლობენ რამდენიმე სახელმძღვანელოთი და მოსწავლეებს ყველაფერი გაეგზავნებათ ელექტრონულად.

ხანგრძლივობა -  8 თვე; ( 1-ელი ოქტომბერი-30 მაისი)  კლასები - 3-6 კლასი; ფასი-105 ლარის ნაცვლად 75 ლარი

ინგლისური ენა - პროგრამის მიზანია მოსწავლეს სრულყოფილად დააძლევინოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკითხები და ასწავლოს იმაზე მეტი, ვიდრე გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით. 4-5-6 კლასებში ასწავლის ქართველი პედაგოგი, უცხოენოვან პედაგოგთან ერთად. ყოველ მეოთხე გაკვეთილს ატარებს ნეითივ სფიქერი


ხანგრძლივობა- 8 თვე; ( 1-ელი ოქტომბერი-30 მაისი)  კლასები- 3-6 კლასი; ფასი-110 ლარის ნაცვლად 80 ლარი;

ყველა საგანში გვყავს გამოცდილი, კვალიფიციური მასწავლებლები, რომლებიც უმაღლეს შედეგებს დებენ ჩვენს მოსწავეებთან.

სწავლა მიმდინარეობს ონლაინ, პლატფორმა ზუმის საშუალებით. ყველა საგნის პროგრამა მორგებულია ონლაინ სივრცეზე.


სარეგისტრაციოდ შეავსეთ: დააჭირეთ აქ


ლუპი

ლუპი არის ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა გეიმიფიკაციის ელემენტებით, მე-2-დან მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის, მისი დახმარებით მოსწავლეს ინდივიდუალურად შეუძლია ცოდნის გაღრმავება მისთვის სასურველ საგანსა თუ საგნებში. 

ლუპის პრემიუმ პაკეტი, მთელი წლის განმავლობაში, მოიცავს წვდომას და ულიმიტო დავალებებს პლატფორმაზე სამ ძირითად საგანში

  • მათემატიკა

  • ქართული ენა

  • ინგლისური ენა

და დამატებით დავალებებს  ქართულ გრამატიკაში და შემეცნებით ტესტებს, რომელიც შედგენილია საგნის ექსპერტების მიერ

ასევე, მოიცავს ახსნა-განმარტებებს, ყოველკვირეულ შეჯამებას, შედეგების ანალიტიკას და  პერსონალურ უკუკავშირს. თითოეულ დავალებას თან ახლავს ახსნა განმარტება და შეცდომის დაშვების შემთხვევაში ჭკვიანი ალგlორითმი  იგივე თემიდან იმეორებს შეკითხვებს. 

ყოველი თვის ბოლოს მოსწავლე იღებს ელექტრონულ სერტიფიკატს და წლის ბოლოს დიპლომს

6 თვიანი კურსის ღირებულება არის 120 ლარი. კინგსელებისთვის მოქმედებს 75 ლარიანი დაფინანსება ლუპისგან, რაც ნიშნავს რომ მოსწავლე პაკეტის შეძენას შეძლებს 45 ლარად.


სარეგისტრაციოდ შეავსეთ: დააჭირეთ აქ