საოლიმპიადე ტესტი

'კინგსი' მაქსიმალურადაა ორიენტირებული ჩვენი ოლიმპიადების მონაწილეების განვითარებაზე

ოლიმპიადის სტრუქტურა მარტივია: მოსწავლე რეგისტრირდება მისთვის სასურველ საგანზე ან საგნებზე, რის შემდეგაც, აქვს საშუალება გააკეთოს ოლიმპიადის პირველი ტურისთვის მოსამზადებელი ტესტები ელექტრონულად. ოლიმპიადის პირველი ტურის შემდეგ, იგი საკუთარი ნაშრომის დეტალურ ანალიზს იღებს, რათა უკეთ მოემზადოს ფინალისთვის.

ფინალური შედეგიდან გამომდინარე, კინგსელებს I, II, III ხარისის დიპლომი, ან სერტიფიკატი გადაეცემა.

ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ ტესტირების საუკეთესო სტრუქტურას გთავაზობთ საქართველოსა და მთლიან რეგიონში

უფრო დეტალურად დეტალურად:

·         თითოეული საგნის ტესტი დაყოფილია კატეგორიებად, რაც სიღრმისეულად აფასებს

მონაწილის ცოდნას;

·         გაცემული პასუხების შესაბამისად, მონაწილე მიიღებს დამატებით სავარჯიშოებს იმ კატეგორიებიდან, რომლებშიც მას სჭირდება მეტი მომზადება;

·         პირველივე ტურის შემდეგ, ყველა მონაწილეს მიეცემა ონლაინ ახსნა-განმარტებები, ამოცანების ამოხსნის პრინციპის უკეთესად გასაგებად;

·         ინდივიდუალური ტესტების მიღებითა და პედაგოგების დახმარებით, თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზების შედეგად, მოსწავლეები უკეთ მოემზადებიან ფინალისთვის;

·         ფინალის შემდეგ მოსწავლეებს გადაეცემათ ყველა დავალების ამოხსნა, რათა გაიღრმავონ ცოდნა იმ კომპონენტში, სადაც ამის საჭიროება ექნებათ.


ოლიმპიადაზე რეგისტრაცია